ესპანური გამოცემა - წიტაიშვილი „გრანადას“ რიგებში საუკეთესო იყო
ესპანურმა გამოცემამ, Granadaenjuego-მ „გრანადასა“ და „რასინგ ფეროლის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი წიტაიშვილი დაასახელა.
გამოცემამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის თამაში 8 ქულით შეაფასა და აღნიშნა, რომ სეზონის სტარტზე წიტაიშილი ჯერჯერობით „გრანადას“ რიგებში საუკეთესოა.
რას წერს გამოცემა წიტაიშვილზე:
„პირველ ტურში, „ალბასეტესთან“ მისი თამაში მირაჟი არ ყოფილა. ენერგიული და სწრაფი ბურთთან ერთად, წიტაიშვილი ფლანგზე ამწვავებდა თამაშს და ქმნიდა საფრთხეს ყოველ ჯერზე, როდესაც მეტოქის ნახევარზე გადადიოდა. ჯერჯერობით ის „გრანადაში“ ერთ-ერთი საუკეთესოა“.
წიტაიშვილი ლა ლიგა 2-ში მოასპარეზე „გრანადაში“ მიმდინარე წლის ზაფხულში იჯარით კიევის „დინამოდან“ გადავიდა. ორი ტურის შემდეგ „გრანადა“ 3 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილზეა. მომდევნო მატჩს წიტაიშვილის გუნდი 30 აგვისტოს, შინ „უესკას“ წინააღმდეგ გამართავს.