ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართება | ნაპოლი კვარას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. „პარტენოპეი“ ერთ-ერთი ლიდერის გაშვებას არ აპირებს და ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ნიკოლო სკირამ „კვარას“ მომავალთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

„ნაპოლისა და კვარაცხელიას წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მომდევნო დღეებში გაიმართება. მხარეები ეცდებიან შეთანხმდნენ ხელშეკრულებაზე, რომელიც 2029 წლამდე იქნება გათვლილი და მისი 2030 წლამდე გახანგრძლივების პუნქტი იარსებებს. ახალი ხელფასი, რომელსაც კვარაცხელია მიიღებს, ყოველწლიურად 7 მილიონი ევროა, ბონუსების ჩათვლით“, - წერს იტალიელი ჟურნალისტი.

ცნობისთვის, სერია A-ს მეორე ტურში, „ნაპოლი“ „ბოლონიას“ დაუპირისპირდა და 3:0 იმარჯვა. აღნიშნულ მატჩს „დიეგო არმანდო მარადონას“ სტადიონის ტრიბუნიდან თვალყურს კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი კრისტიან ძაკარდოსთან ერთად ადევნებდა, რაც იტალიელმა ჟურნალისტებმა ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივების წინაპირობად აღიქვეს.

გეტყვით იმასაც, რომ „ბოლონიას“ წინააღმდეგ კვარაცხელია ბრწყინვალე იყო. ხვიჩამ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და მატჩის შემდეგ, იტალიური გამოცემებისგან, საქებარი სიტყვები დაიმსახურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიანო კვარაზე: „ზუსტად მაშინ გაგვიტანა, როცა თამაშს ვიწყებდით“
იტალიანო კვარაზე: „ზუსტად მაშინ გაგვიტანა, როცა თამაშს ვიწყებდით“