მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ტიმ უელჩი
Aa
Aa

„მერაბის ჭრილობა სერიოზული არაა“ | ომალის მწვრთნელმა დვალიშვილზე ისაუბრა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, შონ ომალის მთავარმა მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა The Schmo-ს ინტერვიუ მისცა. უელჩმა მერაბ დვალიშვილთან გასამართ ჩხუბზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ „მანქანის“ ჭრილობა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მერაბისთვის სერიოზული პრობლემა არ იქნება.

„მერაბ დვალიშვილი ნამდვილი მანქანაა. მასთან ბრძოლისთვის ვემზადებით და შერჩეული გვყავს სპარინგ-პარტნიორები, რომლებიც შონზე პრესინგს ახორციელებენ. მერაბთან ჩხუბი საშიში ორთაბრძოლაა. ნებისმიერი მებრძოლი, რომელიც ჩხუბისას არ იღლება ან დაღლის არ ეშინია, ძალიან სახიფათო მეტოქეა. მებრძოლებს რომ ჰკითხოთ, მათი ყველაზე დიდი შიში, დაღლაა და დვალიშვილის შემთხვევაში, ეს ფაქტორი არ არსებობს.

იქნება თუ არა მერაბის ჭრილობა ჩვენთვის სამიზნე? ჩვენი მთავარი სამიზნე კვლავინდებურად მერაბის ცხვირია. ჭრილობას რაც შეეხება, სერიოზული არაფერია. რამდენიმე დღის განმავლობაში, ვერ ისპარინგებს და ვერ იჭიდავებს, რაც რაღაც მხრივ მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ჭრილობა მასზე გავლენას ვერ მოახდენს. 10 დღეში ყველაფერი კარგად იქნება და ჩვეულებრივ ტემპში გააგრძელებს ვარჯიშს.

არის თუ არა ყველაზე რთული მეტოქე, რომელიც ომალის ოდესმე ჰყოლია? დიახ, ვფიქრობ, რომ ასეა. დვალიშვილი ყველაზე საშიში და ძლიერი მოწინააღმდეგე, რომელიც ოდესმე გვყოლია“.

ცნობისთვის, მერაბი საჩემპიონო ქამრისთვის UFC 306-ზე იჩხუბებს, რომელიც თბილისის დროით, 15 სექტემბერს გაიმართება და მას ლას-ვეგასში მდებარე „სფერო“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტე: კვარათი ბედნიერი ვარ, თამაშზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია
კონტე: კვარათი ბედნიერი ვარ, თამაშზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია