კონსტანტინე პეტრიაშვილი, ნიკოლოზ მაისურაძე
Aa
Aa

რუსი გაანადგურა - კონსტანტინე პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია (U17)

თავისუფალ სტილში 17-წლამდე მოჭიდავეთა შორის კონსტანტინე პეტრიაშვილი (92 კგ.) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ქართველმა ფინალში რუსი როდიონ სანაკოევი გაანადგურა, 8:0 დაამარცხა.

„საქართველოს გაუმარჯოს’’ - ამბობს კონტანტინე გამარჯვების შემდეგ, ვიდეო საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ გამოაქვეყნა.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, კონსტანტინემ ამერიკელი ჯონ დიაკომიჰალისის (7:5), ყირგიზი ფარუხ მომუნჟანოვის (7:0) და რუსი ალიაკსეი ხადონოუს (14:4) ბარიერი დაძლია.

ასევე გეტვყით, რომ აღნიშნულ ტურნირზე ნიკოლოზ მაისურაძე (80 კგ.) ფინალში დამარცხდა, ვიცე-ჩემპიონი გახდა, ფინალში ირანელ რეზა აფშართან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები