კოპენჰაგენი, გიორგი გოჩოლეიშვილი, იაკობ ნესტრუპი
Aa
Aa

წინ ადიოდა და დიდ სივრცეს ტოვებდა - გოჩოლეიშვილის მარცხი და სუსტი თამაში

დანიის სუპერლიგის მე-6 ტურში „ნორშელანმა’’ შინ „კოპენჰაგენი’’ 3:2 დაამარცხა. გიორგი გოჩოლეიშვილმა „კოპენჰაგენის’’ სასტარტოში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშა, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ საუკეთესო თამაში არ ჰქონია. მისი მთავარი პრობლემა დაცვითი ფუნქციების ცუდად შესრულებაშია. რამდენჯერმე მეტოქის ნახევარზე გადავიდა, უკან კი დიდი სივრცე დარჩა. ასევე, ერთ მომენტში ბურთი ძალიან ცუდად მოიგერია.

ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად ჟურნალისტმა, დანიელმა იონას ჰებო რასმუსენმა Twitter-ში გოჩოლეიშვილის შესახებ დაწერა: „გოჩოლეიშვილი რამდენჯერმე მაღლა ავიდა სვენსონზე („ნორშელანის’’ მარცხენა მცველი). უკან დაცვაში? დიდი სივრცე დარჩა და ეს ვავროს („კოპენჰაგენი’’ მარჯვენა ცენტრალური მცველი) უნდა დაეფარა, თუმცას ვავროს ამ სივრცის დაფარვა სრულიად არ შეუძლია’’.

ორი ვარიანტია, ან დაცვითი ფუნქციების შესრულებაში პროგრესი უნდა აჩვენოს, ან გარემარბის პოზიციაზე უნდა ათამაშონ. გარდა იმისა, რომ რამდენჯერმე ზედმეტად წინ ავიდა, ერთ შემთხვევაში ბურთი ძალიან ცუდად მოიგერია. ზოგადად, არ შეიძლება მცველი მოედნის შუაგულისკენ აკეთებდეს ასეთ სარისკოს პასს, მით უმეტეს როცა სივრცეს კარგად ვერ ხედავს.

შესვენებისას „კოპენჰაგენის’’ მთავარმა მწვრთნელმა იაკობ ნესტრუპმა გოჩოლეიშვილის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, მეორე ტაიმში ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია. არადა, ეს მომენტი, როცა მისი უშუალო კონკურენტი როდრიგო უესკასი ტრავმირებულია, მაქსიმალურად კარგად უნდა გამოიყენოს, რადგან როცა მექსიკელი დაბრუნდება, შემდეგ შესაძლოა ქართველის სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შემცირდეს.

ფოტოზე: გიორგი გოჩოლეიშვილი და იაკობ ნესტრუპი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები