ზაზა ნადირაძე
Aa
Aa

ნადირაძის ბრინჯაო მსოფლიოზე

ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე უზბეკეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია ჩვენი გუნდის ლიდერმა 39.18 წამში დაფარა პირველ-მეორე ადგილებზე გასულ პოლონელ ალექსი კოლიადიცსა და ესპანელ პაბლო გრანას მცირედით ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სინჯის მედალი პლანეტის პირველობაზე ნადირაძემ კარიერაში მეორედ მოიპოვა და ანალოგიური შედეგი პირველად 2019 წელს აჩვენა.

უკანასკნელ წლებში აქტიურ სპორტში მოღვაწეობის პარალელურად, ზაზა ნადირაძე საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზეც მუშაობს. ის იყო პირველი, ვინც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართული ნიჩბოსნობა მთელ მსოფლიოს გააცნო, როდესაც რიო დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საკმაოდ კარგად იასპარეზა და მედლის მოპოვებამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

ცნობისათვის, ზაზა 2018 წლის ევროპის ჩემპიონი და 2019 წლის მსოფლიოს თასის მფლობელია. სამწუხაროდ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიადის პროგრამიდან 200-მეტრიანი დისტანცია ამოიღო, რის გამოც ნადირაძე მთავარ სპორტულ მოვლენაზე აღარ გამოდის და შესაბამისად, ოლიმპიური მედლის მოპოვების საშუალება არ ეძლევა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზაზა ნადირაძე: „ოლიმპიური მედლის მოპოვების შანსი მომისპეს“
ზაზა ნადირაძე: „ოლიმპიური მედლის მოპოვების შანსი მომისპეს“