ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

გადამწყვეტი შეხვედრა კვარას კონტრაქტზე? - ჯუღელი ნეაპოლშია

Calcionapoli24-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლშია. შესაძლოა დღეს „დიეგო მარადონაზე’’ „ბოლონიასთან’’ მატჩს კლუბის მმართველი აურელიო დე ლაურენტისიც დაესწროს. წყაროს ცნობით, მხარეები კვარას ახალ კონტრაქტზე შემდეგ შეხვედრას მალე გამართავენ და ეს შეხვედრა შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ აქტიურად უკავშირებდნენ. იწერებოდა, რომ პარიზულ გრანდს „კვარასა“ და ვიქტორ ოსიმენის გადაბირება უნდოდა და „ნაპოლის“ წინადადებითაც მიმართა. პსჟ მზად იყო, ქართულ-ნიგერიული დუეტის სანაცვლოდ, 220 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღო. RMC Sport-ის ჟურნალისტის, ფაბრის ჰოკინსის ინფორმაციით, „პარტენოპეიმ“ კვარაცხელიას სანაცვლოდ 150 მილიონი მოითხოვა, რის გამოც, ფრანგებს დანებება მოუწიათ.

ასევე, ახლახან Football Insider-მა დაწერა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „ლივერპული'' სენსაციური გარიგების დახურვას, ხვიჩას კვარაცხელიას შეძენას შეეცდება, თუმცა რთული წარმოსადგენია აურელიო დე ლაურენტისმა კვარა ამ ზაფხულში გაყიდოს.

ცნობისთვის, კვარაცხელიას გაშვებაზე უარი „ნაპოლის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ თქვა. იტალიელი სპეციალისტი „კვარას“ საკუთარი პროექტის ლიდერად მოიაზრებს და მასზე დიდ იმედებს ამყარებს. „პარტენოპეი“ ქართველ ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავს და მალე მის აგენტს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები