ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

გრიგალაშვილი სამეულშია - ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგი

ოლიმპიური თამაშების შემდეგ გამოქვეყნებულ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში ქართველები ტრადიციულად მოწინავე პოზიციებზე არიან, ორი მათგანი, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლაშა ბექაური (90 კგ) კი წონის ლიდერია. ცნობილმა ვებ-გვერდმა Judo inside-მა აბსოლუტურ რეიტინგზე საკმაოდ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომლის სამეულშიც ქართველი ევროპისა და მსოფლიოს 3-3-გზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ტატო გრიგალაშვილია მოხვედრილი

რას წერენ ქართველ ძიუდოისტებზე

ყველა წონას ერთად აღებულს თუ ჩავთვლით, ტატო გრიგალაშვილი მესამე პოზიციაზეა, მთლიანად საქართველოს კი ოცეულში მის გარდა კიდევ ოთხი ძიუდოისტი, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, გიორგი სარდალაშვილი და ლაშა ბექაური ჰყავს.

გრიგალაშვილი სტაბილურობით ყველასგან გამორჩეულია და სხვებისგან განსხვავებით, მას 2024 წელს არც ევროპისა და არც მსოფლიოს ჩემპიონატი არ გამოუტოვებია, რის გამოც უამრავი სარეიტინგო ქულა დააგროვა.

ბექაურმა ნამდვილი ლეგენდა დაწერა და 24 წლის სპორტსმენს ორ ოლიმპიურ თამაშებზე ჯერ ერთი შეხვედრაც არ წაუგია. რაც შეეხება სულამანიძეს, ალბათ დღემდე ვერ იჯერებს როგორ წააგო ფინალი, ხოლო ახალგაზრდა სარდალაშვილს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზეც მედლის ასაღებად გამოცდილება არ ეყო.

შეგახსენებთ, რომ „პარიზი 2024“-ზე ქართველმა ძიუდოისტებმა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ოლიმპიური ჩემპიონი, თანაც ზედიზედ მეორედ ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ვერცხლის მედლებს ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე (100 კგ) დაეუფლნენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა, რომ ძალები -66 კილოგრამში გამოვცადო“ - გიორგი სარდალაშვილის ინტერვიუ
„მინდა, რომ ძალები -66 კილოგრამში გამოვცადო“ - გიორგი სარდალაშვილის ინტერვიუ