გიორგი შერმადინი, მარსელინიო უერტასი, ჩუს ვიდორეტა
Aa
Aa

შეცვლილი სახელწოდებით და ძველი ლიდერებით - შერმადინის ტენერიფეს გეგმები

გასული სეზონის დასრულების შემდეგ, გიორგი შერმადინმა „ტენერიფესთან“ რამდენიმე წლის წინ გაფორმებული კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტი აამოქმედა და კლუბთან ხელშეკრულება ავტომატურად კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. მისთვის კარგი სიახლეა ის ფაქტი, რომ ქართველი კალათბურთელის მსგავსად, კანარის კუნძულების გუნდში დარჩნენ ბრაზილიელი ლეგიონერი მარსელინიო უერტასი და მთავარი მწვრთნელი ჩუს ვიდორეტა, რომელიც მომდევნო წელსაც მთავარ იმედებს უერტასი-შერმადინის დუეტზე ამყარებს.

როგორც მოგახსენეთ, მთავარი იმედები ისევ ძველ ლიდერებზე მყარდება, თუმცა კლუბმა სახელწოდება კიდევ ერთხელ შეიცვალა და მომდევნო წლიდან „ლენოვო ტენერიფე“ „ლაგუნა ტენერიფეთი“ ჩანაცვლდება, რადგან კანარელებს ახალი გენერალური სპონსორი ჰყავთ. შერმადინს, ესპანური გამოცემა gigantes.com-ის ცნობით, მას მთავარი მწვრთნელი უერტასთან, უილიასთან, სკრაბთან და დორნეკამპთან ერთად სასტარტო ხუთეულის წევრად მოიაზრებს, რაც მართლაც სასიხარულო ფაქტია.

რაც შეეხება „ლაგუნა ტენერიფეს“ ახალწვეულებს, კლუბმა ლუის კოსტას (კოვირან გრანადა), დევიდ კრამერის (კოვირან გრანადა), ტომას სკრაბის (ობრადოირო) და პეიტონ უილისის (ესტრა პისტოია) სახით საკმაოდ სერიოზული შევსება მიიღო, რაც უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლის გარანტია უნდა გახდეს.

გიორგი შერმადინი „ტენერიფეში“ 2019 წლიდან ასპარეზობს და ლიგა ენდესას MVP ორჯერ, 2020-2021 და 2022-2023 წლების სეზონებში გახდა. ტურის საუკეთესო კალათბურთელად 22-ჯერ აღიარეს, ხოლო თვის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული პრიზი ცამეტ შემთხვევაში მიიღო, რაც ყველა დროის სარეკორდო მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინი სექტემბერში დაბრუნდება - სანიკიძემ ნაკრების მზადებაზე ისაუბრა
შერმადინი სექტემბერში დაბრუნდება - სანიკიძემ ნაკრების მზადებაზე ისაუბრა