“პასუხს ოქტაგონის გარეთ აგებ“- დვალიშვილმა ო'მალის უპასუხა
UFC-ის სუპერმსუბუქი საჩემპიონო ბრძოლის წინ, შინ ო’ომალიმ მერაბ დვალიშვილის გაღიზიანება სცადა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ეწერა:
„ყველა ქართველი უსუსურია“?
Are all Georgians runts ? @illia @MerabDvalishvil
— Sean O'Malley (@SugaSeanMMA) August 23, 2024
ამ პოსტზე კი შონ ო’მალიმ ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი მონიშნა. რა თქმა უნდა, თავად მერაბ დვალიშვილმა მისი მომავალი მეტოქის უპატივცემულო სტატუსი უყურადღებოდ არ დატოვა და პასუხი გასცა.
მერაბი:
„შენ გინდა, რომ მე უპატივცემულოდ მომექცე და ეს ცალკე საკითხია. ამაზე გალიაში გაგცემ პასუხს, მაგრამ შენ და შენმა მწვრთნელმა ყველანაირი ხაზი გადაკვეთეთ და შეურაცხყოფა ჩემს ქვეყანას მიაყენეთ. ამის გამო პასუხს ოქტაგონის გარეთ აგებ.“
შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქი საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბრით თარიღდება. მერაბ დვალიშვილი ზედიზედ მე-11 გამარჯვების მოპოვებას და ჩემპიონის ქამრის დაუფლებას შეეცდება.