კრისტოფ დაუმი
Aa
Aa

70 წლის ასაკში ლეგენდარული მწვრთნელი კრისტოფ დაუმი გარდაიცვალა

როგორც მოგეხსენებათ, ცნობილი გერმანელი მწვრთნელი კრისტოფ დაუმი 2 წლის განმავლობაში უმძიმეს დაავადებას, ფილტვის კიბოს ებრძოდა.

დღეს, სამწუხაროდ ცნობილი გახდა, რომ დაუმი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს გერმანელი რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, მაგრამ მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 3 მოიგო, 4-ში დამარცხდა და სამიც ფრედ დაასრულა.

კრისტოფს ბუნდესლიგაშიც ჰქონდა წარმატება და ერთ-ერთ გამორჩეულ მწვრთნელადაც ითვლებოდა. 1991/92 წლების სეზონში მან შტუტგარტს ბუნდესლიგა მოაგებინა. სულ მალე კი სუპერ თასსაც დაეუფლა.

ცნობისთვის, დაუმის რეპუტაცია მაშინ დაზიანდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ნარკოტიკს მოიხმარდა, თუმცა ის იმდენად დადებითი ადამიანი იყო, რომ ცხოვრების ბოლომდე ყველა პატივს სცემდა.

კრისტოფ დაუმი სხვადასხვა დროს შტუტგარტს, კიოლნს, ლევერკუზენს, ბეშიქთაშს, ფენერბახჩეს, ფრანკფურტის აინტრახტს, ბურსასპორს და რუმინეთის ნაკრებს წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები