ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ინტერ მაიამი, ცინცინატი
Aa
Aa

საოცარ ფორმაშია - სუარესის დუბლი 6 წუთში და დამარცხებული ცინცინატი

MLS-ის მორიგ ტურში, ლეო მესის გარეშე დარჩენილმა ინტერ მაიამიმ ცინცინატის უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ორივე გოლი ვეტერანი ლუის სუარესის ანგარიშზეა. 37 წლის თავდამსხმელმა დუბლი 6 წუთში შეასრულა. ანგარიში პირველივე წუთზე გახსნა, ხოლო მეორე გოლი მე-6 წუთზე გაიტანა.

ურუგვაელმა ვარსკვლავმა ინტერ მაიამიში გადასვლის შემდეგ, ყველა ტურნირზე ერთად მე-16 გოლი გაიტანა. რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, ბექჰემის გუნდი 56 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ ინტერ მაიამი ლეო მესის გარეშეც ახერხებს გამარჯვებას. ლეგენდარული არგენტინელი კოპა ამერიკის შემდეგ, ტრავმირებულია. ბოლო ინფორმაციით, ის მომავალ დაბრუნდება და 15 სექტემბერს, ფილადელფიასთან მატჩისთვის მზად იქნება.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერის დასრულების დროა - არავის სურს ხილვა, როგორ აზიანებს რონალდუ საკუთარ მემკვიდრეობას
კარიერის დასრულების დროა - არავის სურს ხილვა, როგორ აზიანებს რონალდუ საკუთარ მემკვიდრეობას