ლივერპული, გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

ალისონი: “ლივერპულში ბედნიერი ვარ და კონტრაქტის ამოწურვამდე დავრჩები“

გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში ტრანსფერი იმით იყო სასიხარულო, რომ ქართველი გულშემატკივრები მომავალ სეზონში ალისონ ბეკერის წასვლას ელოდებოდნენ. ასე მამარდა ძირითადი შემადგენლობის მეკარე გახდება.

როგორც აღმოჩნდა, აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება აქვს თავად ალისონ ბეკერს, რის შესახებაც ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ალისონი:

„კლუბმა მომავალზე უნდა იზრუნოს. მე აქ სამუდამოდ არ დავრჩები. ასაკი მემატება, მაგრამ მეკარეობისთვის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. ბევრი ენერგია მაქვს და კიდევ ბევრი მაქვს ამ კლუბისთვის გასაკეთებელი.

ვფიქრობ, მამარდაშვილის ყიდვა კარგი იდეაა. მის შესახებ დიდი ხანია ვიცი და ეს ჩემს მიმართ კარგი გზავნილია, რადგან ლივერპულს ჩემი აზრი აინტერესებს. ხელმძღვანელობა სწორად მუშაობს, მაგრამ სანამ აქ კონტრაქტი მაქვს და სანამ აქ ბედნიერი ვარ იქამდე დავრჩები.

საუდის არაბეთიდან დიდი შეთავაზება მქონდა და დაფიქრება მმართებდა, მაგრამ ლივერპულში ბედნიერი ვარ და მინდა, რომ კონტრაქტი ბოლომდე დავასრულო, ან შემდეგ ახალი გავაფორმო. ლივერპულში ჩემი ოჯახიც ბედნიერია.“

შეგახსენებთ, რომ ლივერპულს ქართველი მეკარის ყიდვა და შემდეგ 1 წლით იჯარით გაშვება სურს. ვარაუდი იყო, რომ ალისონი 1 სეზონის შემდეგ წავიდოდა, მაგრამ, როგორც ხედავთ ბრაზილიელი კარის დარაჯი არსად წასვლას არ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ალისონ ბეკერს მერსისაიდულ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საჟი: “მიქაუტაძე ფლანგზე? წარსულში უთამაშია და ახლაც შეეძლო თამაში“
საჟი: “მიქაუტაძე ფლანგზე? წარსულში უთამაშია და ახლაც შეეძლო თამაში“