საჟი: “მიქაუტაძე ფლანგზე? წარსულში უთამაშია და ახლაც შეეძლო თამაში“
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში ლიონმა ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ამჯერად მონაკოსთან 0:2. მატჩის დასრულების შემდეგ, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა კომენტარი გააკეთა.
საჟი:
„მიქაუტაძე ფლანგზე? წარსულში ამ პოზიციაზე უკვე უთამაშია და ადაპტირებისთვის საკმარისი ინტელექტი აქვს. რა თქმა უნდა, მისთვის ეს იდეალური პოზიცია არ არის, მაგრამ აქამდე უთამაშია და ახლაც შეეძლო. ლაკაზეტს ყოველთვის ვენდობი, ნუამას ტრავმა დიდი დარტყმა იყო.
ტრავმის მომენტში გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ამის ნაცვლად დაზიანება მიიღო. სამწუხაროდ, დღეს ოპტიმალურ ფორმაში არ ვართ. წაგებებს არავის ვაბრალებ, რადგან პასუხისმგებელი მხოლოდ მე ვარ. შემეძლო ძირითად შემადგენლობაში მიქაუტაძე და ლაკაზეტი ერთად დამეყენებინა, მაგრამ ჩემს არჩევანზე პასუხისმგებლობას ვიღებ.“
Sage : "Mikautadze ? Ce n'était pas les meilleures conditions pour le faire rentrer mais il avait déjà évolué à ce poste là (ailier droit) et il pouvait le faire sur un match." #OLASM pic.twitter.com/IIxdCKlWMM
— Alexandre Corboz (@AlexCorboz) August 24, 2024
შეგახსენებთ, რომ ქართველმა თავდამსხმელმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. მის პოზიციაზე ალექსანდრ ლაკაზეტი მოგვევლინა, თუმცა შეხვედრის მე-17 წუთზე გარემარბმა ნუამამ ტრავმა მიიღო და საქმეში მიქაუტაძე ჩაერთო, რომელიც საჟმა ვინგერის პოზიციაზე ათამაშა.
ცნობისთვის, 2 ტურის შემდეგ, ლიონს 0 ქულა აქვს და ერთი გოლიც არ აქვს გატანილი. შემდეგ ტურში, ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტრასბურგს უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 30 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.