გიორგი მიქაუტაძე, პიერ საჟი
Aa
Aa

მიქაუტაძე: ჩემი პოზიცია 9 ნომერია, მაგრამ მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში „ლიონი’’ შინ „მონაკოსთან’’ 0:2 დამარცხდა. საწყის ორ ტურში „ლიონს'' გოლი არ გაუტანია და 5 გოლი გაუშვა, პირველ ტურში „რენიმ'' მიქაუტაძის გუნდს 3:0 მოუგო.

„ლიონის’’ მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟემ გიორგი მიქაუტაძე სასტარტოს მიღმა დატოვა, თუმცა მე-17 წუთზე ქართველი თავდამსხმელი თამაშში ჩაერთო, ტრავმირებული ერნესტ ნუამა შეცვალა. ცენტრფორვარდის პოზიციაზე ლაკაზეტი მოქმედებდა, მიქაუტაძე მთელი მატჩი გარემარბი იყო. მატჩის შემდეგ ქართველ ფორვარდს ამ თემაზე ჰკითხეს.

„მწვრთნელმა მითხრა, რომ ამ პოზიციაზე ვჭირდები. მე ვცდილობ ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო მაშინაც კი, როცა ჩემს პოზიციაზე არ ვთამაშობ.

ჩემი პოზიცია 9 ნომერია. როგორც მანამდე ვთქვი, თუ მწვრთნელი სხვა პოზიციაზე მათამაშებს, ფლანგზე ან ათიანზე, მაქსიმალურად დავიხარჯები. გადაწყვეტილებებს მწვრთნელი იღებს. მე უპირატესობას 9-იანზე თამაშს ვანიჭებ, მაგრამ ვნახეთ, რომ მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა’’.

ლაკაზეტი-მიქაუტაძის კონკურენციის შესახებ პიერ საჟემ „მონაკოსთან'' მატჩის წინ ისაუბრა.

„მათი გამოყენების ორი ვარიანტი მაქვს: ან გავანაწილო სათამაშო დრო ისე, რომ ერთად არ ვათამაშო; ან მოედანზე ორივე ერთდროულად შევუშვა. ეს დიდი პრობლემა არაა, პირიქით, ლავირების საშუალება მეძლევა. მთავარია, ორივემ კარგი თამაში აჩვენოს“.

საწყის ორ ტურში საშინელი თამაშის შემდეგ ვიმედოვნოთ, რომ „ლიონი’’ მდგომარეობას შემდეგ ტურში გამოასწორებს, როცა „სტრასბურგს’’ მიიღებს (30 აგვისტო, 22:4).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები