გიორგი მიქაუტაძე, ალექსანდრ ლაკაზეტი, პიერ საჟი
Aa
Aa

დეჟა ვიუ - მიქაუტაძე გარემარბად ათამაშეს და ლიონი უშანსოდ დამარცხდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში „ლიონი’’ შინ „მონაკოსთან’’ 0:2 დამარცხდა. საწყის ორ ტურში „ლიონს'' გოლი არ გაუტანია და 5 გოლი გაუშვა.

OPTA-ს მონაცემებით „ლიონმა'' კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყა, რაც 2006-07 წლების შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

„ლიონის’’ მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟემ გიორგი მიქაუტაძე სასტარტოს მიღმა დატოვა, თუმცა მე-17 წუთზე ქართველი თავდამსხმელი თამაშში ჩაერთო, ტრავმირებული ერნესტ ნუამა შეცვალა.

მიქაუტაძემ პირველი ტაიმი მარჯვენა გარემარბად ითამაშა, მეორე ტაიმში ფლანგი შეიცვალა და მარცხნიდან მოქმედებდა. მოკლედ, მისთვის უჩვეულო პოზიცია იყო, რაც გასულ წელს „აიაქსში’’ გატარებულ პერიოდს გაგახსენდებათ. ერთგვარი „დე ჟავიუ’’ იყო. მეორე საკითხია „ლიონის’’ ცუდი თამაში, შეტევაში სრულიად არაფერი გამოსდიოდათ.

ლიგა 1-ის პირველ ტურში „რენიმ’’ შინ „ლიონი’’ 3:0 დაამარცხა. 2:0-ზე ქართველმა ფორვარდმა პენალტი ვერ გაიტანა, ცუდად დაარტყა და მეკარემ აუღო. ოლიმპიადიდან დაბრუნებულმა ლაკაზეტიმ პირველი ტური გამოტოვა, მეორე ტურში კი სასტარტოში იყო და მიქაუტაძე სკამზე აღმოჩნდა. ამ მომენტისთვის ჩანს, რომ მიქაუტაძემ რთული გადაწყვეტილება მიიღო, როცა „ლიონში’’ ლაკაზეტისთან კონკურენციას დათანხმდა, რადგან როგორც ამ ეტაპზე ჩანს „ლიონი'' ძლიერ კლუბებთან 1 ფორვარდით ითამაშებს. შესაძლოა, აუტსაიდერებთან საჟემ 2 თავდამსხმელი დააყენოს, მაგრამ თუ „ლიონმა’’ ასე გააგრძელა, შესაძლოა თავად აღმოჩნდეს აუტსაიდერი. „დეჟავიუ’’ ამ კუთხითაც არის, გასული სეზონის დასაწყისში, როცა მიქაუტაძე „აიაქსში’’ გადავიდა, ამსტერდამულ კლუბს კოშმარული სტარტი ჰქონდა. იმედია „ლიონი’’ მდგომარეობას შემდეგ ტურში გამოასწორებს, როცა „სტრასბურგს’’ მიიღებს (30 აგვისტო, 22:4).

ლაკაზეტი-მიქაუტაძის კონკურენციის შესახებ საჟემ „მონაკოსთან'' მატჩის წინ ისაუბრა.

„მათი გამოყენების ორი ვარიანტი მაქვს: ან გავანაწილო სათამაშო დრო ისე, რომ ერთად არ ვათამაშო; ან მოედანზე ორივე ერთდროულად შევუშვა. ეს დიდი პრობლემა არაა, პირიქით, ლავირების საშუალება მეძლევა. მთავარია, ორივემ კარგი თამაში აჩვენოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები