იუვენტუსი, ფიორენტინა, ნიკო გონსალესი
Aa
Aa

ნიკო გონსალესი გადაწყვეტილია - იუვე სანჩოსაც უმიზნებს

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ტურინის იუვენტუსი ნიკო გონსალესის გაფორმებასთან ახლოს არის.

ფიორენტინამ ბევრი იბრძოლა, თუმცა თავისი გამორჩეული ფეხბურთელის დათმობა მაინც უწევს, რადგან არგენტინელმა მკაცრად გადაწყვიტა გუნდის შეცვლა.

სატრანსფერო ღირებულებად 38 მილიონი ევრო სახელდება და ამას ბონუსის სახით გარკვეული თანხა დაემატება, თუმცა რამდენი ჯერჯერობით უცნობია. ამ მომენტისთვის, გუნდები საბოლოო დეტალებს ათანხმებენ.

ფაბრიციო რომანო იმასაც წერს, რომ ტურინული კლუბი კიდევ ერთ გარემარბს შეიძენს. საუბარი ჯეიდონ სანჩოზე ან ჩიკო კონსეისაუზეა.

შეგახსენებთ, რომ ნიკო გონსალესი ფიორენტინას რიგებში 2021 წლიდან გამოდის. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 125 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 38 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გალაჰერი: “ატლეტიკოში გადასვლა თანაგუნდელმა მირჩია“
გალაჰერი: “ატლეტიკოში გადასვლა თანაგუნდელმა მირჩია“