მადრიდის ატლეტიკო, კირან ტრიპიერი, კონორ გალაჰერი
Aa
Aa

გალაჰერი: “ატლეტიკოში გადასვლა თანაგუნდელმა მირჩია“

როგორც მოგეხსენებათ, კონორ გალაჰერი კარიერას მადრიდის ატლეტიკოში გააგრძელებს. ინგლისელმა როხიბლანკოს ფეხბურთელის რანგში პირველი ინტერვიუ ჩაწერა და განაცხადა, რომ ატლეტიკოში გადასვლა თანაგუნდელმა ურჩია.

გალაჰერი:

„ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ გარიგება შედგებოდა. ამის მიზეზი ჩემი ატლეტიკოში თამაშის სურვილი იყო. ეს კი კლუბმა იგრძნო და ტრანსფერისთვის ყველაფერი გააკეთა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ცოტა გაიწელა, მაგრამ მთავარია, რომ ახლა აქ ვარ.

ახალ კლუბში და ახალ ქვეყანაში თამაში ამაღელვებელია. აქ ყველა სხვა ენაზე საუბრობს. ესპანური აუცილებლად უნდა ვისწავლო და მოუთმენლად ველი ამ პროცესს. ატლეტიკოში გადასვლა კირან ტრიპიერმაც მირჩია. ჩვენ ევრო 2024-ზე ერთად დიდ დროს ვატარებდით.

ბევრი ვისაუბრეთ კლუბზე და იმაზე, თუ რას ფიქრობდა კირანი ატლეტიკოზე. გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დამეხმარა. მისი რჩევების და მონაყოლის გათვალისწინებით, ეს გუნდი და ქალაქი წინასწარ გავიცანი.“

შეგახსენებთ, რომ კირან ტრიპიერი მადრიდის ატლეტიკოში 2019/2022 წლებში თამაშობდა და შემდეგ კარიერა სამშობლოში, ნიუკასლში გააგრძელა.

რაც შეეხება გალაჰერს, მის სანაცვლოდ სიმეონეს გუნდმა 50 მილიონი ევრო გადაიხადა და კონტრაქტი 2029 წლამდე გაუფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარტინესი: “იოგას ვაკეთებ, ვლოცულობ და ფსიქოლოგთან დავდივარ“
მარტინესი: “იოგას ვაკეთებ, ვლოცულობ და ფსიქოლოგთან დავდივარ“