ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი
Aa
Aa

ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსის წარმატება - საქართველოს ჩემპიონი ლიგის მომდევნო ეტაპზეა

მოლდოვაში მიმდინარე ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ წარმატებით ჩაატარა და მომდენო რაუნდის საგზური ნაადრევად მოიპოვა. პირველ ტურში ავთანდილ ასათიანის მომზადებულმა ფეხბურთელებმა ტურნირის მასპინძელი გუნდი „კლიკ მედია კიშინოვი“ ნიკოლოზ გაბრიჩიძისა და ვახტანგ კეკელიას გოლებით 2:0 დაამარცხეს, რასაც მეორე ტურში ბოსნიის „შიროკი ბრიეგისთან“ 4-ბურთიანი სხვაობით, 6:2 გამარჯვება მოჰყვა. ამ მატჩში დუბლი ორმა მოთამაშემ, რონინიომ და ვახტანგ ჯვარაშვილმა შეასრულა, ხოლო თითო გოლი ვახტანგ კეკელიამ და ნიკოლოზ გაბრიჩიძემ გაიტანა.

„ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრას, რომელსაც არანაირი სატურნირო დატვირთვა აღარ გააჩნია, დღეს, ისრაელის „ნეთანიასთან“ გამართავს. ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე კი ისინი ოქტომბერში ითამაშებენ, ხოლო მეტოქეების შესახებ უახლოეს მომავალში კენჭისყრის შედეგად შეიტყობენ.

ფუტსალის მთავარ ევროტურნირზე ასპარეზობის უფლება „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ შიდა პირველობაზე შესრულებული „ოქროს დუბლის“ წყალობით მოიპოვა - ასათიანის ფეხბურთელებმა ჯერ საქართველოს თასზე გაიმარჯვეს, ხოლო შემდეგ ჩემპიონობა ფუტსალის ლიგაში იზეიმეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინალე კომბინაცია და თოდუას გამარჯვების გოლი - საქართველომ აზერბაიჯანს მოუგო
ბრწყინალე კომბინაცია და თოდუას გამარჯვების გოლი - საქართველომ აზერბაიჯანს მოუგო