კლაუდიო ბრავო
Aa
Aa

ბრავო: „სიტი ბარსასთან“ შედარებით გიგანტია

41 წლის ჩილელ მეკარეს კლაუდიო ბრავოს, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ სიტიში“ აქვს გატარებული, ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში „ქალაქელებისა“ და კატალონიელების შედარება მოსთხოვეს, რაზეც მისგან საინტერესო პასუხი მიიღეს.

რა თქვა ბრავომ

„ბარსელონა“ პატარა გუნდივით მუშაობს, გლობალურ დონეზე კი ის გიგანტური კლუბია, მედიისთვის კატალონიური გრანდი მწვერვალია და ასევე ქომაგებისთვის, რადგან სადაც არ უნდა ჩავიდეს, მის მატჩებზე სტადიონის ტრიბუნები ივსება.

ასე რომ, ბარსა გიგანტურია, მაგრამ შიგნით ძალიან პატარაა, მუდამ ერთ სახეებს ხედავ, ცოტა ადამიანია დასაქმებული. სამი თუ ოთხი მცველი ჰყავს შენობას, ერთი მზარეული და პერსონალიც ამით ამოიწურება.

აი, „მანჩესტერ სიტი“ კი ორგანიზაციული თვალსაზრისით „ბარსელონასთან“ შედარებით ნამდვილი გიგანტია, რადგან მათი რესურსები შეუზღუდავია. ხალხი აუზში, ხალხი გასახდელში, ხალხი სამედიცინო სფეროში, ხალხი ტრენაჟორების დარბაზში. ისინი მუდამ ცდილობენ ფეხბურთელებს არაფერი მოაკლდეთ და კარგი თამაშისთვის მოამზადონ, რასაც კატალონიელებზე ვერ ვიტყვი.

ბრავომ „ბარსელონას“ რიგებში 2-ჯერ ლა ლიგა, 2-ჯერ კოპა დელ რეი, ხოლო თითოჯერ ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. „მანჩესტერ სიტიში“ თამაშისას კი, ინგლისის ლიგის თასისა და სუპერთასის 2-2 ტიტულის გარდა, ერთხელ ინგლისის პრემიერ ლიგაშიც გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
10-ნომრიანი მაისური და ფინალი - ნიკოს ბილბაოში დარჩენის მიზეზები
10-ნომრიანი მაისური და ფინალი - ნიკოს ბილბაოში დარჩენის მიზეზები