რევაზ ჩიკოიძე
Aa
Aa

„პარიზში ოქროსთვის მივდივარ“ - რევაზ ჩიკოიძე პარალიმპიადის წინ

პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთი მთავარი იმედი პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძეა, რომელმაც 2021 წლის ტოკიოს პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ამჯერად უკვე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლას გეგმავს. ჩიკოიძემ Crystalsport-თან მოსამზადებელ შეკრებაზე და მოახლოებულ ტურნირზე ისაუბრა.

რევაზ ჩიკოიძე

ვარჯიშებმა და მოსამზადებელმა შეკრებამ ძალიან კარგად ჩაიარა. საწვრთნელი პროცესის ბოლო ეტაპზე ვართ გადასული, სადაც აქცენტი სისწრაფე-რეაქციის გაუმჯობესებასა და სხვადასხვა ილეთების კიდევ უფრო დახვეწაზე კეთდება.

პარალიმპიურ თამაშებზე ყველა უძლიერესი პარასპორტსმენი იყრის თავს და ჩემს წონაშიც ასეა, თუმცა მთავარი კონკურენტები მაინც თურქი, ბრიტანელი და ყაზახი პარაძიუდოისტები იქნებიან.

ბუნებრივია მთლიანად დელეგაციის დიდი იმედი მაქვს, მაგრამ მე ძიუდოისტებზე ვიტყვი - ასეთი ძლიერი შემადგენლობა დიდი ხანია არ გვყოლია და თითოეულ წონაში ჩემპიონობის კანდიდატები გვყავს.

ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვიცე-ჩემპიონობის გარდა, რევაზ ჩიკოიძე, რომელიც მძიმე წონით კატეგორიაში გამოდის, ევროპის პირველობის ორგზის გამარჯვებული და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პარიზში ძალიან დიდი მისია გხვდათ წილად - პარასპორტსმენები პარალიმპიადაზე მიემგზავრებიან
პარიზში ძალიან დიდი მისია გხვდათ წილად - პარასპორტსმენები პარალიმპიადაზე მიემგზავრებიან