თორნიკე შენგელია
Aa
Aa

კითხვის ნიშნები მოხსნილია - შენგელია ვირტუსს შეუერთდა

გუშინ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანს, თორნიკე შენგელიას შვებულება დაუსრულდა და „ვირტუსს“ შეუერთდა, რასაც კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ვრცელი სტატია მიუძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მსურველი გუნდების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ გავრცელებულა, როგორც ირკვევა 31 წლის ქართველი კალათბურთელის დარჩენა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და საკითხი დადებითად მხოლოდ ბოლო კვირებში გადაწყდა.

აქ საქმე არც ფინანსებში და არც უფრო პერსპექტიულ წინადადებებში არ ყოფილა - თორნიკე შენგელიას აწუხებდა ის ფაქტი, რამდენად შეძლებდნენ ბოლონიელები როგორც შიდა პირველობაზე, ასევე ევროლიგაში უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას. კლუბის ხელმძღვანელებმა კი მას საქმით დაუმტკიცეს, რომ სერიოზული მიზნები აქვთ და უილ კლაიბერნის სახით უდიდესი ძალა დაიმატეს, რომელსაც შენგელია მოსკოვის ცსკა-დან კარგად იცნობს და ახლა მათმა დუეტმა უნდა შეძლო და „ვირტუსი“ კონკურენტუნარიან ძალად აქციოს.

გასულ სეზონში ევროლიგაში იტალიის ვიცე-ჩემპიონის შემადგენლობაში თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ნათელი წერტილი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 33 შეხვედრაში 480 ქულა, 166 მოხსნა და 110 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიასთან და ორ ახალწვეულთან ერთად - ვირტუსის განაცხადი ცნობილია
შენგელიასთან და ორ ახალწვეულთან ერთად - ვირტუსის განაცხადი ცნობილია