მარტინესი: “იოგას ვაკეთებ, ვლოცულობ და ფსიქოლოგთან დავდივარ“
ემილიანო მარტინესმა საფეხბურთო სამყაროში სახელი პენალტების უზადო მოგერიებით გაითქვა. ასტონ ვილას კარის დარაჯმა ტელეგრაფთან ინტერვიუს დროს, თავისი საიდუმლოს შესახებ ისაუბრა.
მარტინესი:
„ბალიშის ქვეშ ყოველთვის ვინახავ ტედის დათუნიების სურათს. ის ყველგან თან დამაქვს. ზოგადად, ჩემს რუტინას ვინარჩუნებ. ნებისმიერ თამაშამდე 2 დღით ადრე იოგას ვაკეთებ. ასევე ვლოცულობ და ფსიქოლოგთან ხშირად დავდივარ.
პენალტებს ბავშვობიდან კარგად ვიგერიებ. კარიერაში მხოლოდ ერთხელ წავაგე პენალტების სერია და ვფიქრობ ეს არის ის, რაშიც მართლა ძალიან კარგი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, თერთმეტმეტრიანების დროს 2-3 დარტყმა ავიღო.
როდესაც 90 წუთი თამაშობ და შემდეგ პენალტები ინიშნება, სულ სხვა ტემპერატურაა. გარკვეულწილად იღბალიც გჭირდება, მაგრამ მე ამაზე სულ ვმუშაობ. ვაკვირდები თავდამსხმელებს, თუ როგორ ურტყამენ პენალტებს. არის რაღაცები, რასაც შინაგანად ვგრძნობ.“
შეგახსენებთ, რომ ემილიანო მარტინესმა კატარში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერ ნიდერლანდებთან 1/8 ფინალში გაიბრწყინა და პენალტები აიღო, ხოლო შემდეგ ფინალში საფრანგეთთან იგივე გაიმეორა.
მიმდინარე წლის კოპა ამერიკის ¼ ფინალში ეკვადორთან 2 პენალტი მოიგერია და საკუთარი ნაკრები ნახევარფინალში გაიყვანა.