სუპერ დებიუტი ომონიაში - ლორიას 4 მოგერიება და მოპოვებული ქულა
კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ტურში ომონიამ ანორთოსისს უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
ეს მატჩი იმით იწვევდა ინტერესს, რომ ომონიას რიგებში გიორგი ლორიას დებიუტი შედგა. ვეტერანმა ქართველმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დამაჯერებლად იასპარეზა და მეტწილად 1 ქულის მოპოვება მისი დამსახურებაა. ლორიამ 4-ჯერ მოიგერია მეტოქის დარტყმული.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორია ანორთოსისის რიგებში 2019/2023 წლებში თამაშობდა და ამ პერიოდის განმავლობაში ყველა ტურნირზე ერთად 127 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გასული სეზონი კი თბილისის დინამოში გაატარა.
ცნობისთვის, შემდეგ ტურში ომონია ლიმასოლს ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 31 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.