გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გოდერძი ძებისაშვილი
Aa
Aa

გენო ლიდერია - თავისუფლების პროგრესი რეიტინგში

პარიზის ოლიმპიური თამაშების შედეგებმა ბუნებრივია ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანების კლასიფიკაციაში სერიოზული ცვლილებები შეიტანა. იქიდან გამომდინარე, რომ საფრანგეთის დედაქალაქში გამართულ წლის მთავარ სპორტულ შეჯიბრებაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ოთხი წარმომადგენლიდან ერთი ჩემპიონი გახდა, ერთი კი პრიზიორი, რეიტინგში ჩვენი სპორტსმენებისთვის სასიკეთო გადაადგილებები მოხდა.

მოპოვებული ოლიმპიური ჩემპიონობის შედეგად, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, გენო პეტრიაშვილმა ამირ ჰოსეინ აბას ზარეს, რომელსაც ფინალში აჯობა, რეიტინგშიც გადაასწრო და 76 200 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მეორეზე სწორედ ირანელია 64 400 ქულით, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილის (56 220 ქულა) სახით კი სამეულში კიდევ ერთი ქართველია.

მართალია ლიდერი ჯერჯერობით ვერ არის, მაგრამ თავის კარიერას იმდენად სწორად და მიზანმიმართულად წარმართავს, სავარაუდოდ გივი მაჭარაშვილიც (97 კგ) მალე ჩაუდგება რეიტინგს სათავეში. პარიზში მოპოვებული ვიცე-ჩემპიონობით მან 56 400 ქულით მეოთხედან მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა და მხოლოდ ოლიმპიურ ჩემპიონ აჰმედ ტაჟუდინოვს ჩამორჩება.

მისთვის უცხო წონაში, 86 კილოგრამში მოხვედრილი ვლადიმერ გამყრელიძესთვის ოლიმპიადა წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ რეიტინგში უკვე გამოჩნდა მე-18 ადგილზე და მას ერთი ქართველი, ევსემ შველიძე უსწრებს, რომელიც მეთხუთმეტეა. სავარაუდოდ, გამყრელიძე თავის წონას, 79 კილოგრამს დაუბრუნდება და იქ გააგრძელებს ასპარეზობას. პირველივე შეხვედრაში დამარცხების მიუხედავად, წინსვლა აქვს ოლიმპიადის ახალგაზრდა დებიუტანტს გოდერძი ძებისაშვილს, რომელმაც 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში 28-ე პოზიციიდან მეთექვსმეტეზე გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გენო უდიდესია, იგივე შეცდომა აღარ დაუშვა“ - გობეჯიშვილმა ოლიმპიადა შეაფასა
„გენო უდიდესია, იგივე შეცდომა აღარ დაუშვა“ - გობეჯიშვილმა ოლიმპიადა შეაფასა