ჩაბი ალონსო, ფლორიან ვირცი
Aa
Aa

ბუნდესლიგა საოცარი მატჩით გაიხსნა | ლევერკუზენმა ბოლო წუთებზე მოიგო

გერმანიის ბუნდესლიგის ახალი სეზონი უაღრესად დრამატული მატჩით გაიხსნა. „გლადბახი“ საკუთარ კედლებში მოქმედ ჩემპიონს, „ლევერკუზენს“ დაუპირისპირდა და ქულის აღებასთან ახლოს იყო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-11 წუთზე დამარცხდა.

„ლევერკუზენმა“ მატჩი შესანიშნავად დაიწყო და მე-12 წუთზე, გრანიტ ჯაკას საოცარი დარტყმით დაწინაურდა. 38-ე წუთზე, ფლორიან ვირტცმა „ფარმაცევტების“ უპირატესობა ორბურთიანი გახადა და ჩაბი ალონსოს გუნდმა საწყისი 45 წუთი 2:0 მოიგო.

„გლადბახმა“ ბოლომდე იბრძოლა. მასპინძლებმა 59-ე წუთზე, ჩამორჩენა ნიკო ელვედის გოლით შეამცირეს, 85-ზე კი კლაინდინსტის დარტყმით წონასწორობა აღადგინეს - 2:2. „ლევერკუზენმა“ სამი ქულა ბოლო წუთებზე აიღო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-11 წუთზე, პენალტი დაინიშნა, რომელიც ვირტცმა შეასრულა. ფლორიანის დარტყმა მეკარემ მოიგერია, მაგრამ ვირცმა ყველას დაასწრო და „ლევერკუზენს“ 3 ქულა მოუტანა - 3:2.

ცნობისთვის, მოქმედი ჩემპიონი მომდევნო ტურში „ლაიფციგს“ დაუპირისპირდება და მატჩი 31 აგვისტოს გაიმართება. „გლადბახის“ მომდევნო მეტოქე „ბოხუმი“ გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილმა პენალტი მოიგერია | ვალენსიას დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს
მამარდაშვილმა პენალტი მოიგერია | ვალენსიას დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს