ზურიკო დავითაშვილი, ალბერტ რიერა
Aa
Aa

ზურიკოს ყოფილი მწვრთნელი: „ბორდოში არავის გვაფასებდნენ“

გასულ ზაფხულს ფრანგული ფეხბურთის მოყვარულებისთვის ყველაზე მტკივნეული თემა უდავოდ „ბორდოსთვის“ პროფესიული სტატუსის ჩამორთმევა და ქვედა ლიგაში დაქვეითება გახლდათ. საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ორგანოს სააპელაციო კომისიამ ჟირონდის გუნდი ჯერ მესამე, შემდეგ კი უფრო მკაცრი ფინანსური მდგომარეობის აღმოჩენის გამო, მეოთხე დივიზიონში დააქვეითა. ბორდოელებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, მაგრამ მათი აპელაცია არ დაკმაყოფილდა. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ესპანელმა სპეციალისტმა ალბერტ რიერამ გააკეთა, რომელიც „ბორდოში“ გასულ სეზონში ზურიკო დავითაშვილსა და მის თანაგუნდელებს ამზადებდა.

რა თქვა რიერამ

ბორდოში არც მე და არც ფეხბურთელებს პატივს არ გვცემდნენ - მათთვის სულერთი იყო რა სჭირდებოდა კლუბს და რა გვჭირდებოდა ჩვენ საიმისოდ, რომ ამ კლუბის ღირსება სათანადოდ დაგვეცვა. ხელმძღვანელებს გამუდმებით ვუმეორებდი, რომ სხვანაირად მოქცეულიყვნენ, მაგრამ მათ არ დამიჯერეს და შედეგიც სახეზეა. ვისურვებდი, რომ სამომავლოდ ეს გუნდი ისეთმა ადამიანებმა მართონ, რომელთაც ჟირონდა, ბორდო და აქაური გულშემატკივრები ეყვარება.

დავითაშვილის მსგავსად, „ბორდო“ რიერამაც დატოვა და ახლა სლოვენიის „ცელიეს“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ წარმატებულად. მისი მომზადებული სლოვენიელები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გურამ კაშიასა და ვლადიმირ ვაისის ბრატისლავის „სლოვანმა“, ხოლო ევროპა ლიგის პლეი ოფიდან ირლანდიის „შემროკ როვერსმა“ გამოთიშა. ახლა ესპანელი სპეციალისტის გუნდი კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრას ცდილობს, თუმცა პირველი რაუნდი „პიუნიკთან“ ერევანში 0:1 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს რეკომენდაციით - მწვანეები ბორდოდან კიდევ ერთ მოთამაშეს იმატებენ
ზურიკოს რეკომენდაციით - მწვანეები ბორდოდან კიდევ ერთ მოთამაშეს იმატებენ