მამარდაშვილმა პენალტი მოიგერია | ვალენსიას დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს
ესპანეთის ლა ლიგის მე-2 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „სელტას“ დაუპირისპირდა. ქართველი მეკარის გუნდმა ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და ვიგოელებთან 1:3 დამარცხდა.
„ღამურები“ იგებდნენ და მე-14 წუთზე, დიეგო ლოპესის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა, პირველი ტაიმი მაინც წააგეს. 23-ე წუთზე, ოსკარ მინგესამ ლამაზი გოლი გაიტანა და „მამარდა“ ვერაფერს იზამდა, 5 წუთში კი „ჩეს“ დაცვა კიდევ ერთხელ შეცდა და თავი იაგო ასპასმა გამოიჩინა.
პირველი ტაიმის მიწურულს, „სელტას“ მესამე გოლის გატანა შეეძლო. „ვალენსიას“ კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, მაგრამ მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში პირველი თერთმეტმეტრიანი მოიგერია. მეორე ტაიმის სტარტზე, გიორგი გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა, თუმცა მე-60 წუთზე, ფრან ბელტრანმა ულამაზეს სტილში აჯობა - 3:1.
ცნობისთვის, 2 ტურის შემდეგ, „ვალენსია“ ბოლო ადგილზეა და 0 ქულა აქვს. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 28 აგვისტოს გამართავენ და სტუმრად „ბილბაოს“ დაუპირისპირდებიან.