შოთა მიშველიძე
Aa
Aa

ტრავმის სიმძიმე ცნობილია - მიშველიძე საოპერაციოა

მართალია შოთა მიშველიძეს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მედალი არ მოუპოვებია, მაგრამ 29 წლის ქართველი ძალოსნის ასპარეზობას გულგრილი არავინ დაუტოვებია, რადგან მთავარი სპორტული მოვლენის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მან უმძიმესი ტრავმა გაიმიზეზა, რის გამოც ფიცარნაგზე გასვლაც მისი მხრიდან უდიდესი გმირობა იყო. შოთამ უდიდეს ტკივილს გაუძლო, ატაცში - 121, აკვრაში კი 135 კილოგრამი დაძლია და ორჭიდის ჯამში მეექვსე ადგილზე გავიდა. რამდენად მძიმეა მისი დაზიანება და როდის შეძლებს ვარჯიშის განახლებას, ამის თაობაზე მიშველიძემ Crystalsport-თან ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა.

შოთა მიშველიძე

სამედიცინო ტერმინოლოგიაში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ როგორც დეტალურმა გამოკვლევამ აჩვენა, ოთხთავა კუნთის ერთ-ერთი მყესი 60 პროცენტზე არის გახეული, რის გამოც ოპერაციის გარეშე მკურნალობა პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია რა ვიზამთ, რადგან როგორც მედიკოსებთან, ასევე სამწვრთნელო შტაბის წევრებთან კონსულტაციებს გავდივარ. ფაქტია, ოპერაციის გარეშე შეხორცების არანაირი შანსი არ არსებობს, ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში კი, 6-თვიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მომიწევს.

დაზიანება ჯერ კიდევ ტაილანდში გამართულ მსოფლიოს თასზე მივიღე, რომელიც პარიზი ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი იყო. 65 კილოგრამს ვიწონი და 61-ში გამოვდივარ, რის გამოც შეჯიბრების წინ წონის დაკლება მიწევს. კლების დროს კი კუნთებიც პატარავდება და ტკივილი იმატებს.

შოთა მიშველიძე ევროპის ორგზის ჩემპიონია. ასევე მის ანგარიშზეა კონტინენტის პირველობაზე მოგებული ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ის ერთხელ ვიცე-ჩემპიონი, ერთხელ კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტრავმამ მეტის შესაძლებლობა არ მოგვცა“ - მიშველიძის და ასანიძის კომენტარები
„ტრავმამ მეტის შესაძლებლობა არ მოგვცა“ - მიშველიძის და ასანიძის კომენტარები