თავისუფალი ჭიდაობა | 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მაისურაძე ფინალშია, ლუქუნიძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
Aa
Aa

თავისუფალი ჭიდაობა | 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მაისურაძე ფინალშია, ლუქუნიძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

იორდანიის ქალაქ ამანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, 17-წლამდე სპორტსმენთა შორის ნიკოლოზ მაისურაძე (80 კგ) ფინალში იჭიდავებს. ნახევარფინალში მან უკრაინელი კოსტიუკი 4:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ირანელ რეიზა აფშარს დაუპირისპირდება. გიგია ლუქუნიძე (110 კგ) ნახევარფინალში ამერიკელ ფალავანთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

დღეს გამომსვლელი კიდევ ორი ქართველი – თემურ თუთარაშვილი (48 კგ) და რატი რევაზაშვილი (65 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან შეეცდებიან.

მსოფლიო პირველობაზე დღევანდელი ხუთი წონითი კატეგორიის ფინალური ბლოკი ხვალ, 24 აგვისტოს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა გახდა (60 კგ), ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი ალადაშვილი (71 კგ) და ვლადიმერ მინაძე (92 კგ) დაეუფლნენ.

წყარო 1tv.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელებაძე: „მამარდაშვილი დასაევს მაგონებს“
ჩელებაძე: „მამარდაშვილი დასაევს მაგონებს“