დინამო თბილისი
Aa
Aa

ელისაშვილის ლამაზი ჯარიმა | დინამო თბილისმა უოტფორდი 3:0 დაამარცხა

დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის თბილისის საერთაშორისო თასის გათამაშება დაიწყო, რომელსაც თბილისის ზღვაზე მდებარე „ილია კოკაია არენა“ და საგურამოს „ლოკო არენა“ მასპინძლობს. ტურნირზე ორი ქართული გუნდი მონაწილეობს – „დინამო თბილისი“ და „ლოკომოტივი“, ასევე „იუვენტუსი“, „უოტფორდი“, „ვალენსია“ და „გალათასარაი“.

პირველ შეხვედრაში, „დინამო თბილისი“ „უოტფორდს“ დაუპირისპირდა და ბრწყინვალე სტილში იმარჯვა. დ არასელიას თასი 2024-ის პირველი გოლის ავტორი ნიკოლოზ ელისაშვილი გახდა, რომელმაც ანგარიში ლამაზი ჯარიმით გახსნა.

49-ე წუთზე, ინგლისელებმა ავტოგოლი გაიტანეს. ბურთი საკუთარ კარში ლამიდიმ ჩაჭრა და „დინამო თბილისი“ 2:0 დაწინაურდა. მატჩის საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაფიქსირდა. ნიკოლოზ ჩიქოვანმა შესანიშნავი ბურთი შეაგდო და ქართულმა კლუბმა 3:0 იმარჯვა.

ცნობისთვის, დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. თბილისის დროით, 21:00-ზე, საგურამოს „ლოკო არენაზე“ „ლოკომოტივი“ „ვალენსიას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელებაძე: „მამარდაშვილი დასაევს მაგონებს“
ჩელებაძე: „მამარდაშვილი დასაევს მაგონებს“