გიორგი მამარდაშვილი, ლევ იაშინი, რევაზ ჩელებაძე, რინატ დასაევი
Aa
Aa

ჩელებაძე: „მამარდაშვილი დასაევს მაგონებს“

გიორგი მამარდაშვილის ბოლოდროინდელი შთამბეჭდავი თამაშიდან გამომდინარე, მისი პროგრესი შეუმჩნეველი არავის დარჩენია და საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ 23 წლის მეკარე მსოფლიო სპორტული პრესის მთავარი სალაპარაკო თემაა. სწორედ გიორგის თამაშის შესაფასებლად და მის ტრანსფერზე სასაუბროდ დაუკავშირდნენ თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულ ფეხბურთელს რევაზ ჩელებაძეს და მან თანამემაულეზე ასეთი მოსაზრება გამოთქვა.

რა თქვა ჩელებაძემ

მამარდაშვილი უბრალოდ ფანტასტიური ფეხბურთელია. წარმოიდგინეთ, ის ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. არ დაგავიწყდეთ, რომ ლევ იაშინი, ანუ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში „ოქროს ბურთის“ მფლობელი ერთადერთი გოლკიპერი, 25 წლის იყო, როდესაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა.

გიორგი გამუდმებით მუშაობს საკუთარ თავზე და არასოდეს არ ჩერდება. მე მას რინატ დასაევს შევადარებდი, რომელიც მამარდაშვილზე ყოველთვის დადებითად საუბრობს. საფეხბურთო კარიერის მანძილზე დასაევი ყოველთვის მსოფლიოს ხუთ საუკეთესო მეკარეს შორის იყო და ჩემი თანამემამულეც ზუსტად ასე იქნება.

ცნობილი სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის ბოლო მონაცემებით, გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი 45 მილიონს შეადგენს. გავრცელებული ინფორმაციით კი,    „ლივერპულს“ მისი შეძენა 35 მილიონი დაუჯდება და ერთწლიანი იჯარით ისევ „ვალენსიაში“ დატოვებს. ლა ლიგის გასულ სეზონში გამართული 32 მატჩიდან გიორგიმ საკუთარი კარი მშრალად თორმეტში შეინახა და 34 ბურთი გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლივერპულში გადასვლა დაიმსახურა“ | დემეტრაძემ მამარდაშვილზე ისაუბრა
„ლივერპულში გადასვლა დაიმსახურა“ | დემეტრაძემ მამარდაშვილზე ისაუბრა