ანტონიო კონტე
Aa
Aa

„ბოლონია რთული მეტოქეა, 110 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ“ | კონტეს პრესკონფერენცია

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მომდევნო შეხვედრა „ბოლონიას“ წინააღმდეგ ელის და „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მოახლოებულ მატჩზე ილაპარაკა. იტალიელმა სპეციალისტმა პრესკონფერენცია გამართა და ბევრ თემას შეეხო.

„ვერონასთან მატჩი? ვერონასთან გამართული შეხვედრა ორ ნაწილად უნდა დავყოთ. პირველ ტაიმში, ნაპოლიმ ნაპოლივით ითამაშა. პირველი ნომერი იყო და მომენტები შექმნა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა. პარტენოპეი გასული სეზონის გუნდს ჰგავდა და ეს შემაშფოთებელია. მეორე ტაიმმა ძველი ჩონჩხი გააღვიძა და გარდაუვალია, რომ მატჩის შემდეგ იმედგაცრუებული ვიყავით. გუნდმა კარგად იმუშავა და ფეხბურთელებს სურვილი, ენთუზიაზმი და პასუხისმგებლობა აქვთ. ისინი პირველები იყვნენ, რომლებმაც გაანალიზეს, რომ მეორე ტაიმში ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს. მომეწონა, რომ გაითავისეს, რაც მოხდა და ყველაფერს გააკეთებენ, რათა იგივე არ განმეორდეს. სოლიდური ბაზა გვაქვს და ბიჭების მჯერა.

ბოლონიასთან მატჩი? ბოლონია შესანიშნავი გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და 15 ქულით გაგვისწრო. გასულ სეზონში, „მარადონაზე“ ბოლონიამ ნაპოლი დაამარცხა და კარგად გვესმის, რა რთული შეხვედრა გველოდება. ბოლონია ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ინტენსიური სტილი აქვს და ძლიერი გარემარბები ჰყავს, რომლებიც ერთი-ერთზე და კონტრშეტევებზე ბრწყინვალედ მოქმედებენ. ფრთხილად უნდა ვიყოთ. ესაა მატჩი, რომელიც 110 პროცენტზე უნდა ჩავატაროთ. ბიჭები თავდაჯერებულები უნდა იყვნენ და მესიჯი უნდა გავაგზავნოთ! მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება და 3 ქულა უნდა ავიღოთ.

0 გოლი მოდენასთან და ვერონასთან? სტატისტიკა უნდა შევაფასოთ და ყურადღება ბურთის ფლობაზე გავამახვილოთ, რომელიც 75 და 70 პროცენტი იყო. ბურთის ფლობის მხრივ, გასულ სეზონში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია გვეკავა და ეს მნიშვნელოვანი მონაცემია. შანსები გვქონდა, მაგრამ კარის წინ უფრო აგრესიულები და მრისხანენი უნდა ვიყოთ. რაც მოხდება, მოხდეს, არა უშავს. მთავარია აგრესია გამოვაჩინოთ.

ნაპოლიში არიან ფეხბურთელები, რომელთა შენარჩუნებაც ძალიან მინდოდა და ზოგიერთი შეიძლებოდა სხვა გუნდში გადასულიყო. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კლუბის პრესტიჟი აღვადგინოთ და დავაბრუნოთ იქ, სადაც ყოფნას იმსახურებს. პოზიტიური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ და გვჯეროდეს იმის, რასაც ვაკეთებთ. კლუბში მყოფი ყველა ადამიანი თავდაუზოგავად შრომობს. სწორედ ამიტომ ვარ თავდაჯერებული. საკუთარი თვალით ვხედავ, რაც ხდება! ვხედავ რა პრობლემებია და ერთი სული მაქვს, აქედან როდის ამოვალთ.

დავიდ ნერეში? იგი შესანიშნავი ხარისხითა და კრეატიულობით გამოირჩევა. თავისუფალ სივრცეს ბრწყინვალედ უტევს და საგოლე გადაცემების გაკეთება და გოლების გატანა შეუძლია. მას შეუძლია, როგორც პოლიტანოს, ისე კვარაცხელიას პოზიციაზე ითამაშოს. ბედნიერი ვართ, რომ ნერეში გადმოვიყვანეთ".

ცნობისთვის, „ბოლონიასა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 25 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფიფია: „ნაკრების ფეხბურთელთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს“
ფიფია: „ნაკრების ფეხბურთელთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს“