კიდევ ერთი ქართველი ლივერპულის რადარზე | წითლები კვარას გაფორმებას ეცდებიან?
Football Insider-მა „ლივერპულის“ სატრანსფერო გეგმებზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტის, პიტ ორურკის ცნობით, მერსისაიდელების რადარზე ხვიჩა კვარაცხელია იმყოფება და შესაძლოა, „წითლებმა“ მისი გაფორმება სცადონ.
Liverpool are considering a sensational late-window move for long-term target Khvicha Kvaratskhelia from Napoli. It’s a difficult deal to do as Napoli want to keep him but the Georgian has been on Liverpool’s radar all summer. #LFC #Napoli https://t.co/zFPdNMdkpC
— Pete O'Rourke (@SportsPeteO) August 23, 2024
„წყაროებმა Football Insider-ს შეატყობინეს, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში, ლივერპული სენსაციური გარიგების დახურვასა და ხვიჩა კვარაცხელიას გადაყვანას ეცდება, რომელიც დიდი ხანია მათი სამიზნეა. წითლები გარემარბს ეძებენ და რამდენიმე ვარიანტის ხელიდან გაშვების შემდეგ, აქცენტი კვარაცხელიაზე გადაიტანეს.
ინტერესის მიუხედავად, ლივერპულს სერიოზული ბრძოლა ელის, რათა ხვიჩა ნაპოლიდან წამოიყვანოს. ქართველ გარემარბს პარტენოპეისთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს და მისი ფასი მინიმუმ 70 მილიონი გირვანქა სტერლინგია“, - წერს ბრიტანული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულის“ ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელია. მერსისაიდელები გიორგი მამარდაშვილის გადაბირებას ცდილობენ და უცხოური გამოცემების ინფორმაციით, ტრანსფერის ბოლომდე მიყვანასთან ძალიან ახლოს არიან.