კარლო ანჩელოტი, როდრიგო გოეში
Aa
Aa

ანჩელოტი: „როდრიგოს სტატუსი ფეიკი იყო“

კვირას გამართული „მალიორკა“ – „რეალის“ მატჩის დასრულების შემდეგ, როდრიგო სერიოზულ სკანდალში გაეხვა. ბრაზილიელი ფეხბურთელის სოციალურ ქსელში გამოჩნდა ასეთი პოსტი: „ხალხი ბელინგემი-მბაპე-ვინისიუსის ტრიოზე საუბრობს, მაგრამ მათ სულ მალე აბრევიატურაში „რ„-ს დამატება მოუწევთ“. თითქოს ამით გოეშს უნდოდა მინიშნება იმაზე, რომ თავს კლუბის წამყვან ფეხბურთელად მიიჩნევს და ხსენებულ ტრიოს არაფრით ჩამოუვარდება, თუმცა ძალიან მალე, რამდენიმე წუთში, მისი სტატუსი წაიშალა.

გუშინ, სწორედ ამაზე დაუსვეს შეკითხვა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად მყოფ სამეფო კლუბის იტალიელ დამრიგებელს კარლო ანჩელოტის, რომელმაც აღნიშნა, რომ სტატუსის გავრცელების მეორე დღესვე მან ბრაზილიელ ფეხბურთელს სპეციალურად დაურეკა და ჰკითხა, რაიმე პრობლემა ხომ არ ჰქონდა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ეს პოსტი ფეიკი იყო და მას არ დაუწერია. კარლიტომ აღნიშნა, რომ როგორც ვარჯიშების, ასევე თამაშების დროს როდრიგო თავდაუზოგავად იხარჯება და არსად წასვლას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ „მალიორკა“ - რეალის“ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და „ბლანკოსის“ რიგებში ერთადერთი გოლი სწორედ როდრიგომ გაიტანა. მთლიანობაში კი მადრიდული გრანდის მაისურით ყველა ტურნირზე გამართულ 218 შეხვედრაში 23 წლის შემტევი ტიპის ნახევარმცველის ანგარიშზე 55 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
15 000 ევრო და 50-მეტრიანი იახტა - მბაპე, ვინისიუსი და როდრიგო ასე ისვენებენ
15 000 ევრო და 50-მეტრიანი იახტა - მბაპე, ვინისიუსი და როდრიგო ასე ისვენებენ