ნიკო უილიამსი
Aa
Aa

10-ნომრიანი მაისური და ფინალი - ნიკოს ბილბაოში დარჩენის მიზეზები

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად როდრი, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ კი ლამინ იამალი დასახელდა, თუმცა მათზე არანაკლები წვლილი ესპანეთის ნაკრების მეოთხედ გაჩემპიონებაში ნიკო უილიამსს მიუძღვის. „ბილბაოს“ 22 წლის შემტევი ტიპის ნახევარმცველს, კონტინენტის პირველობის დასრულების შემდეგ, ინდივიდუალური ჯილდო არ მიუღია, მაგრამ მასზე ევროპული ფეხბურთის გრანდებმა ნამდვილი სატრანსფერო ნადირობა გამოაცხადეს, ყველაზე მეტად კი „ბარსელონა“ და „პარი სენ-ჟერმენი“ აქტიურობდნენ.

საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ უილიამსი შვებულებიდან კლუბში დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, 12 აგვისტოს გამოცხადდა და საჯაროდ დაადასტურა, რომ „ატლეტიკში“ რჩება და არსად წასვლას არ აპირებს. რა გახდა ამის მიზეზი? ამის თაობაზე მადრიდულ გამოცემა AS-ში ვრცელი სტატია დაიწერა, სადაც ის წინაპირობებია ჩამოთვლილი, რომელიც ნიკოს გადაწყვეტილებას უძღვოდა.

მთავარი ფაქტორი, რის გამოც ახალგაზრდა მოთამაშემ კატალონიაში გადაბარგებაზე უარი თქვა, მომავალ სეზონში ევროპა ლიგის ფინალში „ბილბაოსთან“ ერთად თამაშის უდიდესი სურვილია, რომელიც ამ კლუბის მშობლიურ არენა „ნუევო სან მამესზე“ უნდა გაიმართოს. გარდა ამისა, ნიკო უდიდეს პატივს სცემს მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს და სჯერა, რომ მისი ხელმძღვანელობით ბასკებს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლიათ. გარდა ამისა, უმცროსმა-უილიამსმა კლუბიდან ახლახანს წასული იკერ მუნიანისგან 10-ნომრიანი მაისური მიიღო, რაც მისთვის დამატებით მოტივაციად იქცა.

ცნობისათვის, ნიკო უილიამსი „ბილბაოს“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს და მას შემდეგ ამ კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 123 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი მარცხენა გარემარბი ბარსასთვის - ფლიკმა პერიშიჩს დაურეკა
ახალი მარცხენა გარემარბი ბარსასთვის - ფლიკმა პერიშიჩს დაურეკა