ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ბელინგემი ვარჯიშზე დაშავდა | ცნობილია, რამდენ ხანს იუქმებს ინგლისელი

მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯუდ ბელინგემმა ვარჯიშზე დაზიანება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია მადრიდული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

„გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჯუდ ბელინგემმა მარჯვენა ფეხის წვივის კუნთი დაიზიანა. სამედიცინო შტაბი მის მდგომარეობას აკვირდება“, - აღნიშნულია „რეალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ესპანური მედიის ცნობით, ბელინგემი მოედანზე სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება. შესაბამისად, ინგლისელი კარლო ანჩელოტის გუნდს „ვალიადოლიდის“, „ლას-პალმასისა“ და „ბეტისის“ წინააღმდეგ მატჩებში ვერ დაეხმარება.

ლა ლიგის პირველ ტურში მადრიდის „რეალი“ „მალიორკას“ 1:1 დაუზავდა. 25 აგვისტოს „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ვალიადოლიდს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პანიკა ჯერ ადრეა - რა არ გამოუვიდა რეალს და რა უნდა შეცვალოს ანჩელოტიმ
პანიკა ჯერ ადრეა - რა არ გამოუვიდა რეალს და რა უნდა შეცვალოს ანჩელოტიმ