ტრავმა მოირჩინა და ბრუნდება - კაიშვილი ბაიერნის 17-წლამდე გუნდში დააწინაურეს
CrystalSport-ის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნის’’ აკადემიის ფეხბურთელმა ჯამალ კაიშვილმა ტრავმა მოიშუშა, 3-თვიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება, დღეს „ბაიერნის’’ 17-წლამდე გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშებს. გასულ სეზონში 16-წლამდე გუნდის ფეხბურთელი იყო და ამ ზაფხულში 17-წლამდე გუნდში დააწინაურეს.
ჯამალს ძვლის მოტეხილობის გამო სამი თვე გაუცდა და ახლა მოედანს კარგი განწყობითა და შემართებით უბრუნდება. ინდივიდუალურად ემზადებოდა და დღეს მთავარი მწვრთნელის, პატრიკ კანიუტის ხელმძღვანელობით ივარჯიშებს.
ასევე გეტყვით, რომ ჯამალმა სკოლა, სადაც განათლებას იღებდა, წარმატებით დაასრულა და ახლა მხოლოდ ფეხბურთზე კონცენტრირდება. ამ თემაზე „ბაიერნის’’ აკადემიის მენეჯერმა იოახიმ ზაუერმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა: „ბაიერნის’’ კამპუსში ტალანტების განვითარებისთვის სკოლის განათლება მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბედნიერები ვართ, რომ მათ გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და დიპლომი მიიღეს. მათ შეუძლიათ ამით იამაყონ’’.
16 წლის ჯამალი, რომელიც საოცარი ტექნიკით გამოირჩევა, „ბაიერნში’’ 2017-18 წლების სეზონის ზამთარში გადავიდა და მას შემდეგ „ბაიერნის'' აკადემიაში იზრდება.
გასულ წელს, გამორჩეულმა ტალანტმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.
ჯამალის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვრცელი სტატია: თავშესაფრიდან ბაიერნამდე - ჯამალ კაიშვილის შთამაგონებელი ისტორია