ანტონიო კონტე, ჯანფრანკო ძოლა
Aa
Aa

„ინტერისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლიათ“ | ძოლას კონტეს ნაპოლის სჯერა

ჯანფრანკო ძოლამ ანტონიო კონტეს „ნაპოლისთან“ დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. „ვერონასთან“ 0:3 წაგებული მატჩის მიუხედავად, ლეგენდარულ იტალიელს „პარტენოპეისი“ სჯერა და მიაჩნია, რომ „ნაპოლის“ შეუძლია, ჩემპიონობის მთავარ ფავორიტს, „ინტერს“ კონკურენცია გაუწიოს.

„ყველას გვახსოვს, რომ მთავარი ის კი არაა, როგორ დაიწყებ, მთავარია ბოლოში როგორ მიხვალ. ვერონასთან დაფიქსირებული შედეგი დასტურია იმისა, რომ ნაპოლის კარგი სტარტი არ ჰქონია, მაგრამ საუბარია გუნდზე, რომელსაც მომატება შეუძლია. კონტე არის სპეციალისტი, რომელიც ფიზიკურ მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაკუთრებით მოსამზადებელი ეტაპისას, დიდ ყურადღებას აქცევს და შესაძლოა, ესეც პრობლემა ყოფილიყო.

ნაპოლის გამო საერთოდ არ ვნერვიულობ და გუნდს ჯერ კიდევ არ ჰყავს ცენტრალური თავდამსხმელი. არადა, ეს პოზიცია ანტონიოსთვის უმნიშვნელოვანესია. არ ვიცი, ოსიმენსა და კლუბს რა ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ვიქტორმა რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ შეუძლია, მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყოს. ოსიმენი გამოირჩევა თვისებებით, რომლებიც კონტეს ფორმაციის გუნდს სჭირდება.

შეძლებს ნაპოლი ინტერთან ჩამორჩენის შემცირებას? 2024/25 წლების სერია A-ში, მხოლოდ ნაპოლი კი არა, იუვენტუსი, მილანი და ატალანტაც ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდები არიან. საინტერესო სეზონი გველოდება და პარტენოპეი ერთ-ერთია, რომელსაც შეუძლია, ინტერის ჩემპიონობას საფრთხე შეუქმნას“.

ცნობისთვის, სერია A-ს მეორე ტურში, „ნაპოლის“ მეტოქე „ბოლონია“ გახლავთ. მატჩი 25 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რა შეცვალა რეიტინგში ოლიმპიადამ - ორი წონის ლიდერი ქართველია
რა შეცვალა რეიტინგში ოლიმპიადამ - ორი წონის ლიდერი ქართველია