დავით ვოლკოვი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

კონფერენს ლიგის პლეიოფი | კოპენჰაგენმა კარგად დაიწყო, ზირა განადგურდა

კონფერენს ლიგის პლეიოფში, გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ „კილმარნოკს“ ხვდება, დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირას“ მეტოქე კი „ომონია“ გახლავთ. დანიელებმა პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში გამართეს, ხოლო აზერბაიჯანული კლუბი სტუმრის რანგში იყო.

„კოპენჰაგენმა“ კარგად დაიწყო და 2:0 იმარჯვა. გოჩოლეიშვილი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, შეუცვლელად ითამაშა და მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. გიორგი ბურთს 82-ჯერ შეეხო, 1 საკვანძო გადაცემა გააკეთა, 9-დან 8 ორთაბრძოლა მოიგო და 58-დან 44 ზუსტი გადაცემა შეასრულა. Sofascore-მა მისი თამაში 7.7 ქულით შეაფასა.

კატასტროფული მატჩი გამოუვიდა „ზირას“. ქართველების კლუბი „ომონიასთან“ 0:6 განადგურდა. კვიპროსელებმა თავიანთი რეკორდი დაამყარეს და ევროტურნირების ისტორიაში, ამაზე დიდი ანგარიშით არასდროს მოუგიათ. ვოლკოვი ძირითადში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს, პაპუნაშვილი მოედანზე არ გამოჩენილა.

ცნობისთვის, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის განმეორებითი მატჩები მომდევნო კვირის ხუთშაბათს გაიმართება. „კილმარნოკისა“ და „კოპენჰაგენის“ მატჩი 22:00-ზე დაიწყება, „ზირა“ – „ომონია“ – 20:00-ზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველა ფეხბურთელი იყიდება? | მიქაუტაძის ლიონს სერიოზული პრობლემა აქვს
ყველა ფეხბურთელი იყიდება? | მიქაუტაძის ლიონს სერიოზული პრობლემა აქვს