ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნეაპოლშია და გუნდთან ერთად ივარჯიშა | ბოლო ცნობები კვარაცხელიაზე

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში დაბრუნდა. „ნაპოლიმ“ შვილის დაბადების გამო, ქართველ ფეხბურთელს სამშობლოში გამგზავრების უფლება მისცა. „კვარა“ საქართველოში იმყოფებოდა და Calcionapoli24-ის ინფორმაციით, გუნდს უკვე შეუერთდა.

ნეაპოლური გამოცემა წერს, რომ 23 წლის გარემარბი ნეაპოლში დღეს დაბრუნდა და კასტელ ვოლტურნოში გამართულ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო. მომდევნო ტურში, „პარტენოპეი“ „ბოლონიას“ ხვდება და Calcionapoli24-ის მიხედვით, კვარაცხელიას მოედანზე ვიხილავთ.

ცნობისთვის, სერია A-ს პირველ ტურში, „ნაპოლი“ „ვერონას“ დაუპირისპირდა და 0:3 განადგურდა. 45-ე წუთზე, ანტონიო კონტემ ხვიჩა შეცვალა. ქართველი ფეხბურთელი მეტოქე გუნდის მცველს შეეჯახა და „პარტენოპეის“ სამედიცინო შტაბს განუცხადა, რომ თავბრუ ეხვევოდა, რის გამოც, მისი გაყვანა გადაწყდა.

გეტყვით იმასაც, რომ „ბოლონიასა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 25 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სუპერ მეკარეა“ | ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელის კომენტარი მამარდაზე
„სუპერ მეკარეა“ | ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელის კომენტარი მამარდაზე