ლუის ენრიკე
Aa
Aa

4-ევროიანი სარეცხი მანქანა და მბაპე | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა. ესპანელმა სპეციალისტმა კილიან მბაპეს შესახებ დასმულ შეკითხვას თავი აარიდა და კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ილაპარაკა.

„როცა პარი სენ-ჟერმენის მსგავს დიდ კლუბს სარეცხი მანქანის ყიდვა სურს, ოთხი ევროს ნაცვლად, მისი ფასი 400 ევროა. პრობლემა ისაა, რომ ის ისე იმუშავებს, როგორც 4-ევროიანი სარეცხი მანქანა. ჩვენი გუნდი ყველა პოზიციაზე გაძლიერდა და საჩქარო არაფერი გვაქვს.

კილიან მბაპე? შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ, ფრანგები ძალიან მოსაწყენები ხართ. მბაპე არაა ფეხბურთელი, რომელიც პარი სენ-ჟერმენის მაისურს ატარებს და მე ვლაპარაკობ მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც პსჟ-ს რიგებში ასპარეზობენ“.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის პირველ ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ „ლე ავრს“ დაუპირისპირდა და მეტოქე ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით, 4:1 დაამარცხა. მეორე ტურში, ლუის ენრიკეს გუნდი მასპინძლის რანგში იქნება და „მონპელიეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები