გიორგი მამარდაშვილი, გიორგი დემეტრაძე
Aa
Aa

„ლივერპულში გადასვლა დაიმსახურა“ | დემეტრაძემ მამარდაშვილზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გიორგი დემეტრაძემ გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. დემეტრაძეს სჯერა, რომ მამარდაშვილი კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს და ეს მისთვის აბსოლუტურად დამსახურებული ტრანსფერი იქნება.

„მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, საუკეთესო თუ არა. მან ძალიან ბევრი გააკეთა და დარწმუნებული ვარ, რომ ლივერპულში გადავა. ეს აბსოლუტურად დამსახურებული იქნება“, - განაცხადა დემეტრაძემ.

ცნობისთვის, უცხოური გამოცემების ინფორმაციით, „ვალენსია“ და „ლივერპული“ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან და ბოლო დეტალებს აგვარებენ. ფიქსირებული თანხა, რომელსაც „ღამურები“ მიიღებენ, 35 მილიონი ევროა, რასაც დაახლოებით 5 მილიონის ოდენობის ბონუსები დაემატება. თუ „ლივერპულმა“ „მამარდა“ გაყიდა, მიღებული თანხის 10 პროცენტი „ჩეს“ უნდა გადაურიცხოს.

ტრანსფერის შემდეგ, მამარდაშვილი „ვალენსიაში“ დარჩება. COPE-ს ინფორმაციით, „ვალენსიას“ მეკარეების მწვრთნელთან, ხოსე მანუელ ოჩოტორენასთან მუშაობა იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც გიორგის „მესტალიაზე“ დარჩენა გადააწყვეტინა. საინტერესოა, რომ „მამარდას“ გარდა, გუნდში სტოლე დიმიტრიევსკიც რჩება. COPE-ს მიხედვით, ჩრდილოეთ მაკედონიელი მეკარე აპირებს, ქართველ თანაგუნდელს კონკურენცია გაუწიოს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სუპერ მეკარეა“ | ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელის კომენტარი მამარდაზე
„სუპერ მეკარეა“ | ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელის კომენტარი მამარდაზე