გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ყველა ფეხბურთელი იყიდება? | მიქაუტაძის ლიონს სერიოზული პრობლემა აქვს

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ რთულ მდგომარეობაში იმყოფება. ავტორიტეტული გამოცემების, L’Equipe-ისა და Maxifoot-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ფრანგულ კლუბს 75 მილიონი ევროს ოდენობის შემოსავლის მიღება ესაჭიროება.

L’Equipe-ის მიხედვით, DNCG-ის ინსპექციის შემდეგ, (ორგანიზაცია, რომელიც ფრანგული კლუბების ფინანსური ანგარიშების მონიტორინგს ახდენს) დადგინდა, რომ „ლიონი“ დაწესებულ ფინანსურ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა. კლუბის პრეზიდენტმა, ჯონ ტექსტორმა DNCG-ის წარმომადგენლებს გარანტია მისცა, რომ ვითარებას შეცვლიდა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ფეხბურთელთა გასხვისებით 100 მილიონ ევროს იშოვიდა, რაც პრობლემას გადაჭრიდა.

Maxifoot-ის ცნობით, „ლიონმა“ მხოლოდ 24.5 მილიონი ააგროვა და დარჩენილ დღეებში ყველაფერს გააკეთებს, რათა სასურველ ნიშნულს მიაღწიოს. როგორც L’Equipe-ი წერს, ფრანგული კლუბი ყველა ფეხბურთელის გასაყიდად მზადაა და ხელშეუხებელი არავინაა. Maxifoot-ი ამ ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში, კლუბი შესაძლოა, ნებისმიერმა დატოვოს. იმ შემთხვევაში თუ კლუბმა ფინანსური სარგებელი ვერ მიიღო, სანქციები ემუქრება და არის შანსი, უმაღლესი დივიზიონიდან დააქვეითონ.

ცნობისთვის, „ლიონმა“ გიორგი მიქაუტაძე „მეციდან“ მიმდინარე ზაფხულში, 18.5 მილიონ ევროდ შეიძინა. რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ „ლიონს“ „მეცისთვის“ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის გამო, 1-ელ აგვისტომდე 8 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა, მაგრამ „მეცმა“ მხოლოდ 3 მილიონი ევრო მიიღო და ისიც 10 დღის დაგვიანებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ითამაშებს, თუ არა ბოლონიასთან? - ახალი ცნობები ხვიჩას მდგომარეობაზე
ითამაშებს, თუ არა ბოლონიასთან? - ახალი ცნობები ხვიჩას მდგომარეობაზე