მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„იმხელა თავი აქვს დარტყმებს ვერ ააცილებ“ | ომალის სჯერა, რომ მერაბს სწრაფად გათიშავს

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „შუგამ“ ინტერვიუ ESPN MMA-ს მისცა და განაცხადა, რომ „მანქანას“ ბრძოლის დაწყებიდან ძალიან მალე გათიშავს.

„არ მგონია, მერაბმა ჩემი ჭიდაობა გამოცადოს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალჯამეინ სტერლინგმა ჩემი ჭიდაობა გამოცადა, რადგან ღობესთან ორჯერ მიმიყვანა, მაგრამ პარტერში ვერც ერთხელ გადამიყვანა, რაც დიდი გამარჯვებაა. ჩიტო ვერას თეიქდაუნის განხორციელება არც უცდია და ვფიქრობ, ჩემს ჭიდაობას ვერც დვალიშვილი გამოცდის.

მთელი სერიოზულობით მჯერა, რომ მერაბს ჩხუბის დაწყებიდან ძალიან მალე გავთიშავ. რის გამო მგონია, რომ სწრაფად დავაფინიშებ? ვიცი, რომ ნებისმიერის დანოკაუტება შემიძლია და ჩემთან ერთი შეცდომაც საკმარისია. ალჯომ შეცდომა დაუშვა და გავთიშე. ჩიტო ვერ გავთიშე, რადგან სიმტკიცით გამოირჩევა, მაგრამ ბევრი მომენტი იყო, როცა მისი ყბა ვიპოვე და ძლიერად მოვარტყი. ვფიქრობ, თუ მერაბის ყბას ვიპოვი და ძლიერად მოვარტყამ, ისე, როგორც ეს ალჯოსთან და ჩიტოსთან გავაკეთე, აუცილებლად დავანოკაუტებ.

გადახედეთ ჩემს ბოლო ბრძოლებს. პიოტრ იანი დავანოკდაუნე, სტერლინგი დავანოკდაუნე, ჩიტო დავანოკდაუნე, ტომას ალმეიდა დავანოკდაუნე, ედი უაინლენდი დავანოკდაუნე. ამით იმას ვამბობ, რომ ჩემი მეტოქეების ყბას ვპოულობ და მერაბთანაც ეს მოხდება. ძალიან, ძალიან დიდი თავი და ცხვირი აქვს და მისთვის დარტყმების აცილება რთული იქნება. დარტყმების აცილება ძალით რომ ვცადო, იმხელა თავი აქვს, შემთხვევით მაინც მოვარტყამ.

მერაბს ძალიან მაგარი კარდიო აქვს, როცა აკეთებს იმას, რის გაკეთებაც უნდა. როცა ირჩევს ჩხუბი როგორ წარიმართოს და ბრძოლა მისი სცენარით მიდის, უდიდესი ენერგია აქვს. პრობლემა ისაა, რომ მისი ყოფილი მეტოქეებისგან რადიკალურად განსხვავებული მებრძოლი ვარ. პიოტრ იანის მაგალითი ავიღოთ. იანი ზუსტად ისე ჩხუბობს, როგორც მერაბს აწყობს. მე იანზე ბევრად მაღალი ვარ და ერთ ადგილას არ ვიდგები. დვალიშვილს კარგი ჩხუბი არ ელოდება“.

ცნობისთვის, მერაბი საჩემპიონო ქამრისთვის UFC 306-ზე იჩხუბებს, რომელიც თბილისის დროით, 15 სექტემბერს გაიმართება და მას ლას-ვეგასში მდებარე „სფერო“ უმასპინძლებს. UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის მიხედვით, მაყურებლებს საოცარი სანახაობა ელოდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ითამაშებს, თუ არა ბოლონიასთან? - ახალი ცნობები ხვიჩას მდგომარეობაზე
ითამაშებს, თუ არა ბოლონიასთან? - ახალი ცნობები ხვიჩას მდგომარეობაზე