ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

„კარლსრუეს“ ფორვარდის დამატება სურს - ვინ იქნება ბუდუს კონკურენტი

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე „კარლსრუე“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე იცავს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ფორვარდის შეძენას აპირებს. ამის შესახებ „ელფერსბერგთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე „კარლსრუეს“ თავკაცმა, კრისტიან აიხნერმა განაცხადა.

„ლოტესთან“ სათასო შეხვედრაში მოვლენები ისე განვითარდა, რომ შევძელით, ზოგიერთი ფეხბურთელი დაგვესვენებინა. ახლა ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია და მზად არის „ელფერსბერგთან“ სათამაშოდ.

სეზონის პირველი ოფიციალური მატჩის წინ აიხნერი ამბობდა, რომ არ იცის, როგორ მდგომარეობაშია მისი გუნდი, ახლა კი, როდესაც გუნდმა მეორე ბუნდესლიგაში 2 მატჩში 4 ქულა აიღო და ერთი სათასო შეხვედრა მოიგო, „კარლსრუეს“ მთავარი მწვრთნელი პროგნოზებისგან თავს ისევ იკავებს.

„ჯერ პასუხი არ მაქვს, კიდევ 6-7 კვირაა საჭირო და მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი იმის თქმა, როგორი იქნება ახლად ჩამოყალიბებული გუნდის შედეგები. თუმცა უკვე ჩანს, რომ დაცვაში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა“.

პრესკონფერენციას ტრანსფერებთან დაკავშირებული კითხვების გარეშე არ ჩაუვლია. აიხნერმა დაადასტურა, რომ კლუბი ფორვარდის დამატებაზე მუშაობს.

„ისეთი თავდამსხმელის დამატებას ვისურვებდი, რომელსაც უკვე რამდენიმე თამაში ექნება ჩატარებული. დარწმუნებული ვარ, რომ კლუბი შესაბამის კანდიდატს მოძებნის“.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „კარსლრუე“ „შტუტგარტის“ ფორვარდით, ლუკა პფეიფერითაა დაინტერესებული, თუმცა პრობლემას 28 წლის ფეხბურთელის მაღალი ხელფასი წარმოადგენს.

მეორე ბუნდესლიგაში გამართული ორი ტურის შემდეგ „კარლსრუეს“ 4 ქულა აქვს, ბუდუ ზივზივაძე კი 3 გოლით „ჰამბურგის“ ფორვარდ რანსფორდ-იებოა კიონიგსდორფერთან ერთად ბომბარდირთა ცხრილის პირველ საფეხურს ინაწილებს. მომდევნო მატჩს „კარლსრუე“ „ელფერსბერგის“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე 23 აგვისტოს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ითამაშებს, თუ არა ბოლონიასთან? - ახალი ცნობები ხვიჩას მდგომარეობაზე
ითამაშებს, თუ არა ბოლონიასთან? - ახალი ცნობები ხვიჩას მდგომარეობაზე