პროტესტის უცნაური ფორმა | პენალტები განზრახ გააფუჭეს, მეკარე არ განძრეულა
Aa
Aa

პროტესტის უცნაური ფორმა | პენალტები განზრახ გააფუჭეს, მეკარე არ განძრეულა

ვენესუელის ჩემპიონატის მე-5 ტურში, „დეპორტივო ტაჩირა“ საკუთარ კედლებში „კარაკასს“ დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. 98-ე წუთზე, „კარაკასმა“ გოლი გაიტანა, რომელიც VAR-მა გააუქმა და ამას სტუმართა პროტესტი მოჰყვა.

ვენესუელის ჩემპიონატის მატჩების შემდეგ, შეხვედრა რა ანგარიშითაც არ უნდა დასრულდეს, თერთმეტმეტრიანების სერია ინიშნება, რათა Copa Rey de Marcas-ს გამარჯვებული გამოვლინდეს. Copa Rey de Marcas-ი წამახალისებელი ტურნირია და მისი გამარჯვებული ხდება კლუბი, რომელსაც ვენესუელის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ყველაზე მეტი პენალტების სერია ექნება მოგებული.

„დეპორტივო ტაჩირასა“ და „კარაკასის“ შეხვედრის გამონაკლისი არ ყოფილა და სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა საფეხბურთო ლატარია იხილეს. უბრალოდ, სტუმართა გუნდის ფეხბურთელებმა პროტესტის ფორმას მიმართეს და გულშემატკივრებს სანახაობის ნაწილი წაართვეს.

„კარაკასის“ მოთამაშეებმა თერთმეტმეტრიანები განზრახ ააცილეს, მათი მეკარე კი „დეპორტივო ტაჩირას“ ყველა პენალტისას, ერთ ადგილზე დარჩა და არ განძრეულა. მასპინძლებმა 3:0 იმარჯვეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბი ომალის დაამარცხებს, მაგრამ უმართან...“ - სეხუდოს პროგნოზი და გაფრთხილება?!
„მერაბი ომალის დაამარცხებს, მაგრამ უმართან...“ - სეხუდოს პროგნოზი და გაფრთხილება?!