„სუპერ მეკარეა“ | ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელის კომენტარი მამარდაზე
„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დენი მერფიმ გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. მერფი, რომელსაც „წითლების“ მაისურით 249 შეხვედრა აქვს ჩატარებული, უცხოურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მამარდა“ სუპერ მეკარეა.
„გამიმართლა და მისი თამაში ევროპის ჩემპიონატზე ვნახე. ევრო 2024-მდე მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. ევროპის ჩემპიონატზე, მამარდაშვილი ბრწყინვალე იყო. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და მეკარისთვის საჭირო კომპონენტებში კარგია. ვგულისხმობ ბურთების მოგერიების უნარსა და მსგავს რაღაცებს.
გიორგი ფეხით ნორმალურად თამაშობს, სიმაღლეში დაახლოებით ორი მეტრია და ვფიქრობ, მისი გადმოყვანა შესანიშნავი ტრანსფერი იქნება. მამარდაშვილი სუპერ მეკარეა“.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მერფი მამარდაშვილს აქებს. რამდენიმე დღის წინ, მან „ვალენსიას“ გოლკიპერზე საუბრისას განაცხადა, რომ მისი ტრანსფერი ბრწყინვალე გარიგება იქნება. გეტყვით იმასაც, რომ გიორგის „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა.