ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ითამაშებს, თუ არა ბოლონიასთან? - ახალი ცნობები ხვიჩას მდგომარეობაზე

იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ცნობილი გამოცემა Corriere dello Sport-ის ცნობით, სერია A-ს პირველ ტურში, „ვერონას“ წინააღმდეგ მიღებული შეჯახების შემდეგ ხვიჩას მდგომარეობაზე არ უმოქმედია და ქართველი შემტევი მეორე ტურში, „ბოლონიას“ წინააღმდეგ 100%-ით მზად იქნება.

რა წერია Corriere-ს სტატიაში:

„ნეაპოლიდან ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობაზე კარგი ამბები ვრცელდება. იტალიური კლუბის მიერ, შვილის შეძენის გამო მინიჭებული დასვენების დღეების შემდეგ, ქართველი შემტევი კლუბს დღეს დაუბრუნდება და გუნდის უახლოეს ვარჯიშში მიიღებს მონაწილეობას. თავის არეში, შეჯახების შედეგად წარმოქმნილი პრობლემები უკვე უკან მოიტოვა და მომდევნო ტურში, „ბოლონიასთან“ მის თამაშს საფრთხე არ ემუქრება“.

სერია A-ს პირველ ტურში, „ვერონას“ წინააღმდეგ ხვიჩა პირველი ტაიმის მიწურულს შეცვალეს, მიზეზი კი მეტოქის მცველთან შეჯახება გახდა. თამაშის შემდეგ, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეჯახების გამო კვარას თავბრუსხვევა აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობით აღარ გარისკა.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მეორე ტურში, „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ბოლონიას“ დაუპირისპირდება. მატჩი საქართველოს დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკრაინა VS საქართველო - ცნობილია სად გაიმართება მატჩი
უკრაინა VS საქართველო - ცნობილია სად გაიმართება მატჩი