ნოვაკ ჯოკოვიჩი, კარლოს ალკარასი, ჯონ მაკინროი, ანდრე აგასი
Aa
Aa

„ორ ლეგენდასთან და მაკინროისთან ერთად“ - ანდრე აგასის ირონია

ამერიკის ღია პირველობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, სხვადასხვა თაობის ჩოგბურთელებმა ერთობლივი საჩვენებელი ვარჯიშები გამართეს, რომლის დროსაც მათ სპეციალური მიკროფონები ჰქონდათ დამაგრებული და დამსწრე გულშემატკივრებს სხვადასხვა ხუმრობებითა და შეძახილებით ართობდნენ.

ერთ-ერთი საწვრთნელი პროცესის დროს, რომელშიც კარლოს ალკარასი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ჯონ მაკინროი და ანდრე აგასი მონაწილეობდნენ, ამ უკანასკნელმა თავისი რეპლიკით ყველა გაამხიარულა და მცირეოდენი უხერხულობაც შექმნა. მან ჩაილაპარაკა ასეთი ფრაზა: „რა ბედნიერებაა, ვვარჯიშობ ორ ლეგენდასთან და ჯონ მაკინროისთან ერთად“. ამაზე ყველას მსუბუქად გაეცინა და პრესის მთავარი სალაპარაკო ამბავიც გახდა.

65 წლის მაკინროი არის დიდი მუზარადის ტურნირების 7-გზის გამარჯვებული და მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი. მან სამჯერ უიმბლდონი, 4-ჯერ კი ამერიკის ღია პირველობა მოიგო. რაც შეეხება აგასი, მას მაკინროიზე ერთით მეტ, რვა დიდი სლემის შეჯიბრებაზე აქვს გამარჯვება მოპოვებული - აგასიმ 4-ჯერ ავსტრალიის, 2-ჯერ ამერიკის ღია პირველობა მოიგო, ხოლო თითოჯერ როლან გაროსისა და უიმბლდონის ჩემპიონობა იზეიმა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სინერი დოპინგზე ჩავარდა - დისკვალიფიკაციას ჯერჯერობით გადაურჩა
სინერი დოპინგზე ჩავარდა - დისკვალიფიკაციას ჯერჯერობით გადაურჩა